ხაშურის მერის თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა ზამთრისთვის, გზებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მარილსაყრელი დანადგარი შეიძინა, რომელიც გერმანიიდან უახლოეს პერიოდში ჩამოვა. ამის შესახებ მან ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ დუგლაძის წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ინფორმაციას ტვ ივერია ავრცელებს.
„პირადი კონტაქტების საფუძველზე წელს ჩვენ უკვე გვექნება მარილსაყრელი დანადგარი. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოში შეუძლებელია ამის ყიდვა. მოქალაქეებს აწუხებდათ, იძახდნენ, რომ რომელიც საუკუნეა „ლაფატკით“ ყრიან მარილსო. ასე რომ უკვე გზაშია, მოდის გერმანიიდან. მაგრამ სამწუხაროდ, მგონი თოვლი არ მოდის წელს. მარილსაყრელი გვაქვს და თოვლი არაა,“ - განაცხადა ხაშურის მერმა.