შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია - ეროვნული ბანკი

შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია - ეროვნული ბანკი

access_time2022-10-20 13:30:25

საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს, გარე შეფასების შედეგად, კვლავ უმაღლესი კატეგორია - "შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო ჩარჩოსა და ეთიკის კოდექსთან ზოგადად შესაბამისი (Generally Conforms with International Professional Practice Framework (IPPF) and the Code of Ethics of the Institute of Internal Auditors (IIA))" მიენიჭა1. გარე შეფასების მისია ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტებისაგან, დარგის აღიარებული პროფესიონალებისაგან შედგებოდა.


შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოცემული შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო ჩარჩოს (IPPF) მოთხოვნის თანახმად, შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხის გარე შეფასება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. აღნიშნულის შესაბამისად, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის სერტიფიცირებულ ექსპერტთა მიერ ხარისხის სრული გარე შეფასების მიდგომა, უკვე მეორეჯერ შეარჩია, როგორც ყველაზე მაღალი დონის რწმუნების მიღების მეთოდი.



შეფასების პროცესი მოიცავდა, როგორც ექსპერტთა მიერ კონკრეტული მასალების დისტანციურ შესწავლას და დაინტერესებული მხარეების გამოკითხვას, ასევე, შემფასებელთა ადგილზე ვიზიტს. შედგა არაერთი შეხვედრა ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან, შიდა აუდიტორებთან, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარესთან და გარე აუდიტორთან. ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია, პროცესები და პროცედურები. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გარე შეფასების დასრულების შემდეგ გაიცა ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი.


დამოუკიდებელი გარე შეფასების შედეგებმა, უკვე მეორეჯერ დაადასტურა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარისხის სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან. ამასთან, მისიის ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა აუდიტის სამსახურმა, მიიღო შეთავაზება, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საერთაშორისო სემინარის ორგანიზების თაობაზე. ასევე, შიდა აუდიტის სამსახური მიწვეულია თანამედროვე შიდა აუდიტისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევის - "რეალურ დროში აუდიტის (Real Time Audit)" საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში.


1ხარისხის გარე შეფასების სამ საფეხურიანი შკალიდან უმაღლესი შეფასება.


თეგები:
სებ აუდიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up