შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში შიდა ავიარეისები აღდგება.
გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.
რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.