შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ, 26 მაისს - მცხეთაში აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ, 26 მაისს - მცხეთაში აღნიშნავს

access_time2022-05-25 21:07:36

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინფორმაციო ზონაში გაეცნონ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს.

სტუმრებს საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან დახვდებათ საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებული პუნქტი, სადაც ისინი გაივლიან „სასაზღვრო კონტროლს“, მიიღებენ საინფორმაციო რუკას, თუ რომელ ზონებს უნდა ეწვიონ.

ქალაქ მცხეთაში, ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსულ რეალურ ზარებს მოუსმინონ. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგილ 112-ის სერვისებს გაეცნონ.

ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში სტუმრები დაათვალიერებენ სტენდებს, სადაც განთავსებული იქნება ქართულ-ევროპული ურთიერთობების და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალები.

ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, ასევე მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები:

მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლებს და ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო გამოცდის ჩაბარებას შესთავაზებს;
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, ასევე, ბავშვები შეძლებენ დეტალურად გაეცნონ, თუ როგორ ხდება თითის ანაბეჭდების აღება;
სასაზღვრო პოლიციის მიერ წარმოდგენილი იქნება სანაპირო დაცვის მცურავი საშუალების - გემის 2D მაკეტი;
დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს, მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. გამარჯვებულ ბავშვებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up