შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღო - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღო - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 4 პირი

access_time2022-03-14 12:50:00

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და უკანონო ბრუნვიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7კილოგრამამდე „კოკაინი“, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.



„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.



დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



სამართალდამცველებმა, დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 5 კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.




რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“.



ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს.



სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს 7 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.



ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.



დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up