„შინაო“ დეკემბრიდან მომხმარებელს გაყინულ ხილსაც შესთავაზებს

„შინაო“ დეკემბრიდან მომხმარებელს გაყინულ ხილსაც შესთავაზებს

access_time2022-10-05 18:30:36

„დაჭრილ, გაყინულ ბოსტნეულის  და დარჩეულ, გასუფთავებულ მწვანილის მწარმოებელი კომპანია „შინაო“, რამდენიმე თვეში გაყინულ ხილსაც გამოუშვებს“  - ამის შესახებ „კომერსანტს“  შპს “შინაოს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი  ქვრივიშვილმა უთხრა.

მისივე თქმით, კომპანია  ქართულ ბაზარზე დაახლოებით რვა თევა ოპერირებს და მომხმარებელს საქართველოში მოყვანილ მწვანილს და ბოსტნეულს გარჩეულ-გასუფთავებული სახით სთავაზობს.


„გაყინული ხილი დღეს ქართულ ბაზარზე არის, თუმცა ძირითადად იმპორტირებულია. ჩვენ მომხმარებელს ქართველი ფერმერების მიერ მიყვანილ ხილს შევთავაზებთ. ახალ წლამდე გვექნება შეფუთული გაყინული ხილი როგორც ცალკეული ხილი სახეობის მიხედვით, ასევე მომხმარებელს სხვადასხვა ხილის მიქსსაც შევთავაზებთ. ასორტიმენტში გვექნება ატამი, ნესვი, მარწყვი, ქლიავი, ბალი და სხვა. თითქმის ყველაფერი რაც ჩვენთან მოდის“, -  აღნიშნა გიორგი ქვრივიშვილმა.


კომპანიამ თავდაპირველად დაჭრილი კარტოფილით დაიწყო ოპერირება, თუმცა დღეს მომხმარებელს სტაფილოს, ჭარხალს, ყვავილოვან კომპოსტს, ბროკოლის, სხვადასხვა ბოსტნეულსა და მწვანილეულს სთავაზობს.


„ჩვენ დაახლოებით 6 თვეა რაც ასორტიმენტი გავაფართოვეთ. თავიდან  დავიწყეთ მხოლოდ  გაყინული კარტოფილით. დღეს გვაქვს კარტოფილი, სტაფილო,  ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. ეს რაც შეეხება სათითაო შეფუთვებს, ასევე გვაქვს მიქსები სადაც ერთმანეთში შერეულია ბროკოლი, კარტოფილი და სტაფილო.


გვაქვს ერთი მიქსი ბროკოლითა და ყვავილოვანი კომბოსტოთი, ასევე  ჭარხალი და ყვავილოვანი კომპოსტო. ასევე გვაქვს  გაყინული გოგრაც. გაყინული ბოსტნეულის გარდა გვაქვს მწვანილეულობა, თითქმის  ყველაფერი,  ნიახური, ქინძი, სსალათის ფურცლები, ხახვი და  სხვა. სეზონურად გვაქვს რეჰანი, კამა და  წიწმატი“, - აღნიშნა გიორგი ქვრივიშვილმა


 

ქვრივიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ “შინაოსთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს  ადგილმდებარეობა და ქართველი გლეხების მიერ მოყვანილ პროდუქციას თითქმის საქართველოს ყველა წერტილიდან იბარებს. მაგალითად მწვანილი წყალტუბოდან, გეგუთიდან და მისი შემოგარენიდან ჩამოაქვს.  რადგან როგორც თვითონ ამბობს  დასავლეთში მოყვანილი მარნეულისას და გარდაბნისას ჯობია.

 

გიორგი ქვრივიშვილის თქმით, „შინაოს“ პროდუქცია იყიდება უბნის არაბენდირებულ მაღაზიებში. გარდა ამისა მისი შეძენა შესაძლებელია „დეილის“ ქსელურ  სუპერმარკეტში, რომელიც დასავლეთ საქართველოშია წარმოდგენილი და “მაგნიტის“ მაქს ფილიალებში.

 

„მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და გაფართოებას ვცდილობთ. რვა თვეა დაახლოებით რაც  ესე  სტაბილურად დავიწყეთ დისტრიბუცია და ჩვენი დისტრიბუცია მთელ საქართველოს მოიცავს, არ აქვს მნიშვნელობა ბათუმიდან მოინდომებს  ვინმე  ჩვენთან თანამშრომლობას, კახეთიდან  თუ სხვა  ქალაქიდან“ -  აღნიშნა  გიორგი  ქვრივიშვილმა.

 

კომპანია „შინაოს“ საწარმო ფონიჭალაში მდებარეობს. გიორგი  ქვრივიშვილის  თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

„სექტემბრიდან ისეთი სეზონია მწვანილები, ბოსტნეული ილევა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა, როგორც მწვანილზე ისე გაყინულ პროდუქციაზე“ - აღნიშნა გიორგი  ქვრივიშვილმა.

 

რაც  შეეხება ინვესტიციას კომპანიამ დანადგარების  შესაძენად usaid-ის  გრანტით ისარგებლა.  გარდა ამისა, პროექტში დამფუძნებლების და ბიზნესის პირადი ინვესტიციაც განხორციელდა. შპს „შინაო“ დღეის მდგომარეობით 20 ადამიანს ასაქმებს.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up