შინაური ცხოველების ვეგეტარიანული კვების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება

შინაური ცხოველების ვეგეტარიანული კვების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება

access_time2020-01-12 21:01:02

ახალი წელი ზოგჯერ ბევრი ადამიანისთვის გადამწყვეტია, რომ უარი თქვას ხორცის მოხმარებაზე და ვეგეტარიანელი გახდეს. ყოველ შემთხვევაში იანვრის თვეში ბევრი უერთდება "ვეგანური იანვრის" ინიციატივას, რომლის დროსაც ხორცპროდუქტების გამოყენებას თავს არიდებენ. თუმცა ახლა უკვე სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, ვეგეტარიანულ კვებაზე საკუთარი შინაური ცხოველებიც გადაიყვანოს. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.

2019 წლის აგვისტოში კლიმატის საკითხებში გაეროს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მორიგი დიდი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში დიდწილად საუბარია იმაზე, თუ როგორ ზრდის კლიმატის პრობლემებს განვითარებულ ქვეყნებში ხორცისა და რძის პროდუქტების მოხმარება. 

ბრიტანელი ვეტერინარების ასოციაციის მონაცემებით, შინაური ცხოველები მსოფლიოში წარმოებული ხორცის 12%-ს ჭამენ, სხვა მონაცემებით კი ეს რაოდენობა 20%-ს აღწევს. აშშ-ში წარმოებული ხორცის (რომელიც მოიხმარეს კატებმა და ძაღლებმა) მიერ გამოყოფილი სათბურის გაზების რაოდენობა, 13.6 მილიონი ავტომობილის გამონაბოლქვის ტოლფასია. ასეთ დასკვნამდე ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი საკუთარ შინაურ ცხოველს ხორცს აღარ აჭმევს, ცნობილი ადამიანების გავლენაა. მაგალითად ხოაკინ ფენიქსი, რომელიც ვეგანი და ცხოველთა უფლებების დამცველია, სწორედ მისი წყალობით "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე პირველად ისტორიაში მენიუ ვეგანური იყო. ის თავის ცხოველებს მცენარეული საკვებით კვებავს. 


კიდევ ერთი კლევის თანახმად, შინაური ცხოველების მფლობელი ავსტრალიელების, კანადელების, ფინელების, ახალი ზელანდიელების, ბრიტანელებისა და ამერიკელების მესამედი მზად არის საკუთარი ცხოველი მცენარეულ საკვებზე გადაიყვანოს.

ცხოველების ვეგანურ კვებაზე გადასვლის მოწოდებით ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Peta-ც გამოდის, თუმცა იმ პირობით, რომ საკვებში ცხოველებისთვის აუცილებელი დანამატები იქნება. Peta აცხადებს, რომ დანამატები მართლაც მნიშვნელოვანია: საკმარისი საკვები ნივთიერებების გარეშე ცხოველებს სმენის, კანის, ძვლების, ნაწლავების და რეპროდუქციული სისტემის პრობლემები შეიძლება დაიწყოთ.


Imedinews




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up