შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი - თენგიზ ცერცვაძე

შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი - თენგიზ ცერცვაძე

access_time2022-12-01 15:50:47

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია.


მისივე თქმით, მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია დღეს გადაიქცა კარგად მართვად, ჩვეულებრივ ქრონიკურ ინფექციურ დაავადებად.


ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოლენილი და ჩართული მკურნალობაში, რაც ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას.


„აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით, სადღეისოდ საქართველოში აღინიშნება ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია. დაახლოებით ერთ დონეზეა ბოლო ოთხი, ხუთი წლის მანძილზე, მაგრამ ძალიან დიდია პროგრესი აივ ინფექცია/შიდსის მართვაში თანამედროვე მედიკამენტებით, მიდგომებით. კმაყოფილებით მინდა, განვაცხადო, რომ საქართველო აივ ინფექციით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია ფატალური დაავადებიდან, როგორადაც ის ითვლებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, დღეს გადაიქცა კარგად მართვად ჩვეულებრივ ქრონიკუl ინფექციურ დაავადებად. სწორი მიდგომის შემთხვევაში, თუ პაციენტი ძალიან დაგვიანებით არ მიმართავს ექიმს, ისმენს რეკომენდაციებს და ასრულებს მათ, პაციენტის სიცოცხლის ხანგძლივობაზე ეს დაავადება გავლენას ვერ მოახდენს. პრაქტიკულად დაძლეულია სტიგმა და დისკრიმინაცია. უკვე ყველამ გაიგო, რომ შიდსი არ გადაეცემა საყოფაცხოვრებო კონტაქტებით. საზოგადოება გახდა ტოლერანტული და ეს დაავადება აღარ ქმნის სერიოზულ დისკომფორტს მათ ცხოვრებაში.



შორს არ არის დრო, როდესაც აინვ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. დღეს ის არის კარგად მართვადი ქრონიკული ინფექციური დაავადება. იმედს ვიტოვებთ, ახლო მომავალში ის გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. 2025 წელს ჩვენ გვაქვს სამიზნე, რომ დაძლეულ იქნას შიდსის ეპიდემია. რა იგულისხმება ამაში –  სწორი, ეფექტური და დროული მკურნალობის შედეგად, თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე, ის არ არის გადამდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.


ჩვენ დავისახეთ მიზნად 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი, რომ შიდსი აღარ იქნება, ან თითქმის აღარ იქნება ახალი შემთხვევები. ანუ, ყველა აივ ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი 2025 წლისთვის, ყველა უნდა იყოს მკურნალობაზე, რაც ნულამდე ან თითქმის ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას და აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს. ეს იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, დაძლეულ იქნას აივ ინფექციის ეპიდემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კოვიდმა მოახდინა გავლენა და ბოლო სამ წელიწადში შემცირდა აივ ინფიცირებულების გამოვლენა.


„წინა წლებში თუ იყო წელიწადში 600-დან 700-მდე შემთხვევის გამოვლენა, კოვიდის დროს იყო დაახლოებით 500-ის ფარგლებში. წელს უკვე უბრუნდება თავის ჩვეულ ნიშნულს, დღეისთვის გამოვლენილი გვაქვს 552 შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 600-მდე გაიზრდება“,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up