შოთა ბურჯანაძე: „მწვანე ზონის“ რესტორნები რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდნენ

შოთა ბურჯანაძე: „მწვანე ზონის“ რესტორნები რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდნენ

access_time2021-09-20 15:10:00

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ითხოვს, რომ „მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნები დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ.


მაგალითად, მისი თქმით, სტუმარმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა და წავა სოციალური დასვენების ობიექტიდან.


„„მწვანე ზონები“ არავის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. ანუ იგულისხმება - ადამიანების უსაფრთხოდ შეკრება. ეს არავის დისკრიმინაცია არაა. იდეა იქიდან მომდინარეობს, რომ სოციალური დასვენების ადგილებში ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამ შემთხვევაში მოთხოვნაა აცრა, ან ბოლო 72 საათში PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება რესტორნებს შესაძლებლობას მისცემს, ეტაპობრივად გამოვიდნენ იმ პრობლემებიდან, რის წინაშეც ახლა დგანან.


თუ რესტორანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მწვანე ზონად დაფიქსირდეს, ამ შემთხვევაში მას რეგულაციების გარეშე ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს. ანუ უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რაც დღეს სარესტორნო სფეროსთვის არის დაწესებული“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



მისი თქმით, „მწვანე სისტემის“ წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქორწილების, ივენთების და სხვა ღონისძიებების გამრთვაც იქნება შესაძლებელი.


„გარდა ამისა, დღეს აკრძალულია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ივენთები, ქორწილები და ა.შ. თუ ეს მწვანე სისტემა განხორციელდა, ბიზნესმა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარკვეულწილად სწორი ნაბიჯები გადადგეს, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება გაიმართოს ეს ღონისძიებებიც“,- აცხადებს შოთა ბურჯანაძემ.


შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ზოგიერთი რესტორანი „მწვანე ზონის“ შექმნის იდეას უყურებს, როგორც ფინანსური პრობლემების შექმნას, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ბევრი აცრილი არ არის.


„ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებელი მოაკლდებათ. ჩვენი მოთხოვნა იყო საშემოსავლოს გარკვეული ვადით შემცირება ან მოხსნა. ეს პრეცედენტი უკვე არსებობდა ჩვენს რეალობაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის რთული არ უნდა იყოს“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up