შოთა ბურჯანაძე - სარესტორნო ბიზნესისთვის სამუშაო დროის შემცირება მობილობაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამით მხოლოდ ბიზნესი ზიანდება

შოთა ბურჯანაძე - სარესტორნო ბიზნესისთვის სამუშაო დროის შემცირება მობილობაზე გავლენას ვერ მოახდენს, ამით მხოლოდ ბიზნესი ზიანდება

access_time2021-08-25 21:00:00

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ 50-დან 60 პროცენტამდეა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი.



„დაახლოებით 50-დან 60 პროცენტის ფარგლებშია სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი. ასოციაციის წევრ რესტორნებში ჩავატარეთ გამოკითხვა, თუ რამდენი პროცენტი და რა რაოდენობის ადამიანები არიან აცრილები. ეს არა მარტო ციფრებით, არამედ სახელებით და გვარებით, პირადი ნომრებით არის გაწერილი. დაახლოებით 50-დან 60 პროცენტამდეა სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული პირების რაოდენობა, ვინც ერთხელ ან ორჯერადად არიან აცრილი. ჩემთვის ეს დადებითი სიურპრიზი იყო, რომ ამ სფეროში ამდენი ადამიანია აცრილი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.




რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს მიერ კვების ობიექტების მუშაობასთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მისთვის დასახელებული შემზღუდავი ღონისძიების გატარება გაუგებარია.



შოთა ბურჯანაძის თქმით, სამუშაო დროის ერთი საათით შემცირება მობილობაზე გავლენას ვერ იქონიებს.




„შეიძლება ჩაითვალოს, რომ სრულიად უგუნურია ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რომ მიზანი იქნას მიღწეული. რა არის ჩვენი მიზანი, რომ კოვიდვითარება გარკვეულწილად დარეგულირდეს და შემცირდეს ინფიცირებულთა რაოდენობა. ვერავითარ შემთხვევაში სარესტორნო ბიზნესისთვის ერთი საათით სამუშაო დროის შემცირება ვერ მოახდენს გავლენას იმ მიზანზე, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს ეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, თუ მობილობაზე გვაქვს საუბარი, ერთსაათიანი სამუშაო დროის შემცირება მობილობის შემცირებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამით მხოლოდ და მხოლოდ ზიანდება ბიზნესი, ეკონომიკა. ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებულები, ხვალ დარჩებიან უმუშევრები.



ტრანსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ისედაც იზრდება ხარჯი ბიზნესოპერატორის, მცირდება შემოსავალი და ეს აზიანებს როგორც ბიზნესს, ისე ეკონომიკას. ის, რომ 200-300-კაციანი ივენთები არ უნდა იყოს. ამაში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ჩვენც, რესტორატორთა ასოციაცია ჩართული ვართ და კრიმინალებსაც ვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ქორწილებს, დიდ ივენთებს აწყობს და ცუდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ასევე, იმუნიზაცია – ამ კუთხით უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და შედეგს მივიღებთ. მგონი, საკოორდინაციო საბჭო უკვე ხიბლშია და ეს არის მიზანმიმართულად ეკონომიკის საწინააღმდეგო ქცევა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რომ გადავარჩინოთ ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დღეიდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე.



1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up