შოთა  გულბანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ძალიან არაკომპეტენტურად წერენ და უსინდისოდ იტყუებიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე

შოთა გულბანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ძალიან არაკომპეტენტურად წერენ და უსინდისოდ იტყუებიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე

access_time2022-04-20 17:15:53

„საქართველოს ეკონომიკა უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ პოზიტიურ მაჩვენებლებს აფიქსირებს. მიუხედავად რთული და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რაც მსოფლიო ეკონომიკას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, საქართველო ახერხებს დადებითი დინამიკის შენარჩუნებას ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში,“ - წერს საკონსულტაციო ცენტრის „Gulbani Economic Analysis“ ხელმძღვანელი შოთა გულბანი თავის ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე. აღნიშნულის  დასტურად  რამდენიმე  მნშვნელობან  თემაზე  მიუთითებს: ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე, სარეკორდოა როგორც 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ისე მარტის თვის მიხედვითაც. ამასთან, ფიქსირდება რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, იანვარ-მარტში შემცირდა ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით და 94.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, მარტში რუსეთში ადგილობრივი ექსპორტის კლება 59.0%-ს გაუტოლდა. სამაგიეროდ ეს მაჩვენებელი იზრდება ისეთ მსხვილ ბაზრებზე როგორიცაა ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და ა.შ.


„ქვეყნის შიგნით დაფიქსირებული პოზიტიური მაკრო მონაცემების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის  საქართველო  $GDP per capita ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე, საქართველოს $GDP per capita 2021 - 2027 წლებში ორმაგდება, 2020 წელთან შედარებით იზრდება 115%-ით და 2027 წელს მიაღწევს $9,194 -ს. აგრეთვე, თუკი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს დავეყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს როგორც გაცვლითი კურსის ასევე ცხოვრების დონეებს შორის განსხვავაბებს, აქაც საქართველოს საგრძნობ გაუმჯობესებას პროგნოზირებს სავალუტო ფონდი. კერძოდ, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში  მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზეა.  2022 წელს GDP per capita (PPP) ხდება 18 593 დოლარზე მეტი, 2027 წლისთვის კი აჭარბებს  27 459 დოლარს,“ - აღნიშნავს შოთა გულბანი. 



„ნაციონალური მოძრაობა და მისი მედიასაშუალებები ძალიან არაკომპეტენტურად წერენ და უსინდისოდ იტყუებიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სსფ-ის   გუშინ  გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით,   2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე  5,618 დოლარს მიაღწევს. მაშინ როდესაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობა მაგალითად 2008 წელს იყო 3420 დოლარი, 2012-ში იყო 3 500 დოლარი. 2008 წელთან შედარებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე  გაზრდილია 2,200 დოლარით და 2012 წელთან შედარებით  2 100 დოლარით,“ - წერს ეკონომიკის ექსპერტი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up