შოთა გულბანი:  სოფლის მეურნეობის სექტორში მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საგრძნობი პროგრესი რთულად მიიღწევა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქცენტირებული მხარდაჭერით დადებითი კონტურები იკვეთება

შოთა გულბანი: სოფლის მეურნეობის სექტორში მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საგრძნობი პროგრესი რთულად მიიღწევა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქცენტირებული მხარდაჭერით დადებითი კონტურები იკვეთება

access_time2020-12-16 16:00:35

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოში სოფლის მეურნეობა სტაბილურად პროგრესირებს“-ასე  ეხმაურება ეკონომისტი  შოთა  გულბანი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  2020 წლის საქმიანობის შესახებ   გამართულ პრეზენტაციას. მინისტრის  მოვალეობის  შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე  ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე და პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე.  

„ზოგადად,  სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ისეთი სექტორია, სადაც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საგრძნობი პროგრესი რთულად მისაღწევი ამოცანაა.  მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქცენტირებული მხარდაჭერით და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, გარკვეული დადებითი კონტურები იკვეთება. მაგალითად, თუ შევხედავთ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით გაზრდილია 43%-ით, ხოლო სექტორის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება 44%-ით. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში ფუნქციონირებადი ბიზნესის გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 163%-ით. ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ადგილობრივად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება იზრდება“,-წერს  სოციალურ  ქსელში  შოთა გულბანი.

მისი  განცხადებით,  ამის  ნათელი  მაგალითია  ღვინის ექსპორტი. რომ ავიღოთ, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ღვინის ექსპორტი  243%-ით გაიზარდა, რასაც თან ერთვის ის ფაქტი, რომ საქართველოში მევენახეობამ აზრი შეიძინა და ის წამგებიანი ბიზნესი აღარ არის. არც ხელისუფლებას უწევს ყურძნის სუბსიდირება. თუმცა,  პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება 2020 წელს ისევ გახდა საჭირო და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ მიერ მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად 310 მილიონი ლარი შეადგინა.


„გარდა ამისა, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ პანდემიის პროცესში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერების მხარდასაჭერად მობილიზდა 300 მილიონი ლარი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დღეს მოქმედი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ნაწილდება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაინტერესებული მოქალაქეებისათის, ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად, ასეთი შესაძლებლობები და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. მხოლოდ სურვილი და მზაობა არის საჭირო ამ საქმით დაინტერესებული მოქალაქეების მხრიდან, ხოლო სახელმწიფო პრაქტიკულად ყველა იმ პრობლემას უწყვეტს ფერმერს, რაც ადრე შეუძლებელს ხდიდა სოფლის მეურნეობაში სარფიანი საქმის წამოწყებას. ეს არის ძვირი საბანკო პროცენტის თანადაფინანსება, ეს არის საგარანტიო მექანიზმი, როდესაც ბანკი უძრავი ქონების უზრუნველყოფას ითხოვდა სესხის გაცემის სანაცვლოდ, ეს არის სხვა ტიპის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ“,-წერს შოთა  გულბანი  ,,ფეისბუქის „ საკუთარ  გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up