შოთა გულბანი - წლის დასაწყისი და განსაკუთრებით იანვარი განსაკუთრებული ეკონომიკური  აქტიურობით არ გამოირჩევა, ამიტომ, „საქსტატის“ მონაცემები, დამაიმედებელია  და მთელი წლისთვის კარგი სტარტის საფუძველს იძლევა

შოთა გულბანი - წლის დასაწყისი და განსაკუთრებით იანვარი განსაკუთრებული ეკონომიკური აქტიურობით არ გამოირჩევა, ამიტომ, „საქსტატის“ მონაცემები, დამაიმედებელია და მთელი წლისთვის კარგი სტარტის საფუძველს იძლევა

access_time2022-02-14 14:15:08


ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანი თავის ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს, რომ ტრადიციულად წლის  დასაწყისი  და  განსაკუთრებით  იანვარი განსაკუთრებული ეკონომიკური  აქტიურობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ  ამიტომ,  „საქსტატის“ მიერ  2022 წლის იანვრის,  საქართველოს საგარეო ვაჭრობის  დღეს  გამოქვეყნებული  წინასწარი  მონაცემები,  დამაიმედებელია  და  მთელი  წლისთვის  კარგი  სტარტის  საფუძველს  იძლევა.


„საქსტატის“ მიერ 2022 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემის თანახმად, 2022 წლის იანვარში ექსპორტი 47.6 პროცენტით გაიზარდა და 331.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.  ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, როგორც 2020 წლის იანვრის (24%-ით), ასევე 2019 წლის  (40%-ით) ექსპორტის მონაცემებს. იმპორტი 38.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს და 778.1 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. იმპორტი 25.2 პროცენტით აღემატებოდა 2020 წლის მონაცემს და 10,084 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.



ამასთან, 2022 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვა 41.1 პროცენტით გაიზარდა და 1,109.4  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.  2020 წლის იანვრის მონაცემთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 21.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 29.4%-ით. 2022 წლის იანვარში  სავაჭრო დეფიციტი  109.5 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 446.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up