შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს

access_time2021-05-20 17:44:50

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება.


აქვე კომპანია მედია საშუალებებსა და არასამთავრობო სექტორს თხოვნით მიმართავს სამართლებრივი განხილვისა და გამჭვირვალობის მიზნით ჩაერთონ პროცესში.


ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია , რომ თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ უნაზღაურებს მათ შესაბამის ზარალს, არის ყალბი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამას ადასტურებს მოსახლეობასთან გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმი, ხელშეკრულებები და უკვე გაცემული კომპენსაციები. ცნობისთვის შპს „შუქრუთი +„ კომპენსაციებს 2020 - ი წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა.



მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ „ შუქრუთის“ მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ. აქვე განვმარტავთ, რომ ასანაზღაურებელი ზიანის თანხის ოდენობა შეფასებულია კერძო აუდიტორის მიერ ამ მოსახლეობის კუთვნილი მთელი ქონების საბაზრო, სარეალიზაციო ღირებულებაზე გაცილებით მეტად და ეს იმ გარემოებაში, როდესაც მთელი ქონება კვლავ რჩება სოფლის მოსახლეს.


ბოლო დღეებია მედია საშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით, სადაც რამდენიმე პირმა მოქმედების რადიკალურ ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და არ აძლევს მათ სათანადო ანაზღაურებას.


სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს ჩვენი კომპანიის კონტრაქტორი შპს „შუქრუთი +’ , რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ბიზნეს საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია ახდენს მიმდინარე სამუშაოების მუდმივ მონიტორინგს და ინფორმირებულია ყველა არსებულ პრობლემატურ საკითხზე. შპს „შუქრუთი +“-ის მხრიდან მოსახლეობისადმი მიყენებული ან მოსალოდნელი ზიანის თაობაზე 2019 წლიდან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია სოფელთან, რის შემდგომაც შედგა შეთანხმება, გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მათივე მოთხოვნით მოწვეულ იქნა კონკრეტული დამოუკიდებელი შემფასებელი პირი, რომელიც ახდენს მოსახლეობის თანმიმდევრულ შეფასებასა და დასკვნების წარდგენას მათზე. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, შეფასების შედეგებს არ დაეთანხმა და მიმართა საპროტესტო აქციებს. მათი მოთხოვნა არის შეფასება მოხდეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, მაგრამ თავად არ მიმართეს ამ ქმედებას!


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up