ქართული ისტორიული ტკბილეულის პოპულარიზაციასა და საუცხოო გემოს შენარჩუნებაში უდიდეს როლს საქართველოში ნომერ პირველი ტკბილეულის კომპანია „ნუგბარი“ ასრულებს, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მის უპირატეს მიზანს საუკეთესო ხარისხის, ნატურალური, გემრიელი და ტრადიციული ტკბილეულობის შექმნა წარმოადგენს.
გარდა ამისა, შპს „ნუგბარი“ ხშირად ღებულობს მონაწილეობას სოციალურ პროექტებსა თუ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, რაც ამ ეტაპზე ჩვენი დაინტერესების საგანი გახდა.
შპს „ნუგბარი“ ჩაერთო „წითელი ჯვრისა“ და მერიის მიერ წამოწყებულ კამპანიაში - მოხუცების დასახმარებლად და მათი განებივრება უგემრიელესი ტკბილეულით გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ ასევე გადასცა ტკბილეულობა ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების პერსონალსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თავდაუზოგავი შრომისათვის, მადლიერების ნიშნად. ჯამში კომპანიის მიერ საქველმოქმედოდ გაღებულია 10,000 ცალი ჩურჩხელა.
„ნუგბარის“ ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ეს მცირე ნაბიჯი მხოლოდ დიდი ნაბიჯების დასაწყისია და ისინი კორონა ვირუსით დაზარალებული ოჯახების განებივრებასაც აპირებენ.
კომპანია “ნუგბარი“ მისაღები ფასების გარდა, ქართული ტრადიციული ტკბილეულობის მოყვარულებს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს. ჩურჩხელა Wholenuts® უკვე გახდა ტურისტების საყვარელი სასუსნავი საქართველოში. 2017 წლიდან ის ასევე წარმატებით იყიდება აშშ-ს, რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნებში. „ნუგბარი“ მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიებს, მათ შორის: შეუფუთავ ჩურჩხელებს სტენდებზე, ცალობით შეფუთულ ჩურჩხელებს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულის ნაკრებებს ხელნაკეთ შეფუთვებში, თათარას, ფელამუშს, ბექმეზს, სხვადასხვა სახის გოზინაყს, ხილის ჩირებსა და ტყლაპს.
ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების გამო, შპს „ნუგბარი“-ს ტკბილეული, ამ ეტაპზე, შეგიძლიათ შეიძინოთ: ნიკორას, კარფურის, სპარისა და ფრესკოს სუპერმარკეტების ქსელში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ FB გვერდზე
(R)