შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“  ოფიციალური განცხადება

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება

access_time2023-03-06 19:55:25

შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.


გიორგი დიასამიძეს შეცდომაში შეყავდა შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“   თანამშრომლები და არ აწვდიდა მათ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე


კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა  გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებსა და ქმედებებში. მას გამიზნულად შეყავდა შეცდომაში  შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები  და არ აწვდიდა სრულ ინფორმაციას კომპანიის შეთავაზებებზე, რაც გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად აღმოვაჩინეთ. გიორგი დიასამიძე მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დღესაც ინარჩუნებს რადიკალურ პოზიციას. ამის დასტურია დღევანდელი აქცია თბილისში, ყურადღების მიქცევის მიზნით, სწორედ, გამწვავებული პოლიტიკური ვითარების  ფონზე დაგეგმა.

 


„დიასამიძე კვლავინდებურად განაგრძობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გაფიცულ თანამშრომლებს არწმუნებს, რომ სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგია იანვრის ხელფასის დაფარვა, რაც მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხელფასების გაცემა ვერ ხერხდებოდა სწორედ იმ ფინანსური კრიზისის გამო, რაც გიორგი დიასამიძისა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული გაფიცული თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებმა განაპირობა. ის რომ დღეს ჩვენ ხელფასების გადახდა შევძელით, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერის შედეგი და ჩვენი კეთილი ნება. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა გაფიცულებისთვის  არ მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კომპანიის შეთავაზებებზე, რაც თავის დროზე მოლაპარაკებების  საწყის ეტაპზევე იყო. ვფიქრობ, ეტაპობრივად გაფიცულებისთვისაც თვალსაჩინო ხდება, რომ მისთვის მთავარია პირადი ინტერესები და  არა მათი პოზიციების დაცვა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

 

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“  ადგილობრივი ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობდა  მოლაპარაკებებს გაფიცულ თანაშრომლებთან,  გიორგი დიასამიძესა და მისი გავლენის ქვეშ მოქცეული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელმძრანელობა მომავალშიც გამოთქვამს  მათთან მოლაპარაკების მზაობას, თუმცა ერთადერთ პირობად კვლავ გიორგი დიასამიძის გარეშე დიალოგი რჩება.

 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up