შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ განცხადება

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ განცხადება

access_time2022-07-22 17:40:29

სან პეტროლიუმ ჯორჯია ეხმაურება, ბოლო დროს, მედიაში, გარკვეული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესახებ გავრცელებულ უსაფუძვლო და გადაუმოწმებელ განცხადებებს. 



კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან, ბრენდისმაღალი რეპუტაციული სტადარტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,  ყველა მოქედება თუ ბიზნესოპერაცია სრულ თანხვედრაშია სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა სანქციების ამოქმედებიდან, დღემდე,  ჩვენი საქმიანობის ყოველი ეტაპი არის გამჭვირვალე და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ, ბრიტანულ და აშშ სანქციურ პაკეტებთან. აღნიშნული, რეგულარულადდასტურდება უმსხვილესი საერთაშორისო  ევროპული და აშშ იურიდიული კომპანიების მომზადებული დასკვნებით.




განვმარტავთ, რომ ყოველ ზემოხსენებულ პაკეტში, მკაფიოდ არის გაწერილი მიმწოდებელკომპანიებთან სავაჭრო და ეკონომიკური დასაშვები ურთიერთობები. აღნიშნული ფორმულირებები წარმოადგენს სახელმძღვანელოს არამხოლოდ ჩვენი კომპანიისათვის, არამედ ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებისთვისაც, რომლები აქტიურად და რათქმაუნდა, ლეგალურად, დღესაც თანამშრომლობენ ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით რუსულ კომპანიებთან - მათ შორის „როსნეფტთან“. ხაზგასასმელია, რომ დღეის მდგომარეობითაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება „როსნეფტის“ იგივე ქარხნებიდან საიდანაც ანალოგიური  პროცესი ხორციელდება საქართველოში. 




საზოგადოება, სხვადასხვა საჯარო წყაროებითკარგად არის ინფორმირებული, რომ სანქციების პირობების სრული დაცვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ბიზნეს ოპერაციებს რუსეთიდან სხვადასხვა ენერგორესურსების იმპორტის კუთხით. გარიგებების თანხა კი - ათობით მილიარდ ევროს შეადგენს. 



ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაბეჯითებით მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს - ნუ გაავრცელებენ ცილისმწამებლურ, არაზუსტ, არაკომპეტენტურ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. ისევე როგორც ევროპული ოჯახის სხვა ქვეყნები და კომპანიები, სან პეტროლიუმ ჯორჯია მუდმივად ეძებს ნავთობპროდუქტების ალტერნატიულ მომწოდებლებს ერთადერთი მიზნის მისაღწევად - შეთავაზოს მომხმარებლებსა და ქართულ სანავთობო ბაზარს მაქსიმალურად მისაღები ფასი და ხარისხი. 




საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ”სან პეტროლიუმ ჯორჯია“ არის ქვეყნის ერთერთი უდიდესი კომპანია, რომელიც ასაქმებს საქართველო 1500-ზე მეტ მოქალაქეს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად შეაქვს 200მილიონ ლარზე მეტი.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up