შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ

შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ

access_time2021-11-21 16:20:13

რაჭაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიზნით, 150 ჰექტარი ტერიტორია უნდა გადაითხაროს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, ისტორიული სოფელი ნასახლარებად გადაიქცევა, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი.

როგორც ცნობილია, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა - მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა.

შეგახსენებთ,  “შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა, რომელშიც მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ლიცენზიატი კომპანიის - შპს „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ინიციატივაა, რომ  შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული  მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აღებული ვალდებულების შესრულებას, მათ შორის  გარემოსდაცვით საკითხებს, რეკულტივაციის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ა.შ. 


„ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა ვალდებულება, რაზეც მოსახლეობასთან შეთანხმდებიან,  მემორანდუმში გაიწეროს და მისი ყოველი პუნქტი მკაცრად გაკონტროლდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რასაც ლიცენზიანტი კომპანია მოსახლეობის წინაშე დებს, არის ის, რომ ადგილზე არ აშენდება გამამდიდრებელი ფაბრიკა, რათა არ დაბინძურდეს არსებული წყლები, კომპანია ასევე აცხადებს, რომ მანგანუმის მოპოვების არეალში, ყოველი ორასი მეტრის ფართობის დამუშავების მერე მოხდება მიწის რეკულტივაცია, ის დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მომდევნო ორასი მეტრის ფართობიდან წიაღისეულის მოპოვება და კვლავ მიწის რეკულტივაცია.

მათივე ინფორმაციით, კომპანიაში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის კიდევ იქმნება სხვა, დამატებითი სამუშაო ადგილებიც, მათ შორის, ფერმებსა და საკალმახეებში, რომელთა შექმნასაც კომპანია აპირებს. როგორც „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, არ ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას, თუმცა, არსებობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არასაკმარის არგუმენტებით აპროტესტებენ მათ საქმიანობას.


შქმერში გამართული შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,  მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კვლავ გაიმართოს მხარეებს შორის დისკუსია და უფრო დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხები.

წყარო: "ინტერპრესნიუსი", gbc.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up