შრი ლანკის ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს საწვავის ეროვნული აბონემენტი წარმოადგინა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ საწვავის გარანტირებული კვოტა პირადი ავტომობილებისთვის.
შრი ლანკის ახალი ამბების პორტალ Adaderana-ს ცნობით, ეს ღონისძიება მიზნად ისახავს კუნძულზე არსებული ბენზინგასამართ სადგურებზე გიგანტური რიგების შემცირებას, რომელიც საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე წარმოიქმნა.
თითოეული მანქანის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ პირადობის მოწმობაზე. სარეგისტრაციო ნომრის გადამოწმების შემდეგ თითოეულ მანქანას მიენიჭება QR კოდი. მოქალაქეები საწვავის მიღებას აღნიშნული QR კოდით კვირაში მხოლოდ ორჯერ შეძლებენ.