შრომის ინსპექციამ 2022 წელს 1000-მდე სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და ნაწილს საქმიანობის უფლება შეუჩერა

შრომის ინსპექციამ 2022 წელს 1000-მდე სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და ნაწილს საქმიანობის უფლება შეუჩერა

access_time2023-02-07 15:30:28

შრომის ინსპექციამ 2022 წელს 1000-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმება მოახდინა და რიგი დარღვევების გამო უწყებამ საკუთარი მანდატი გამოიყენა და საჯარიმო სანქციები აამოქმედა.


როგორც „კომერსანტთან“ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაია მიქაიამ განაცხადა, ჯარიმების მოცულობა დამოკიდებულია სამშენებლო კომპანიის ბრუნვის მოცულობაზე და მის ოდენობა განისაზღვრება კომპანიის ბრუნვიდან გამომდინარე და თითო დარღვევაზე 100-დან 1000 ლარამდეა.


ხოლო რაც შეეხება იმ სამშენებლო კომპანიებს, სადაც შრომის ინსპექციამ კრიტიკული შეუსაბამობა დააფიქსირა, მოახდინა მათი სამუშაო პროცესის შეჩერება და მათზე საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მაია მიქაიას თქმით, რიგმა სამშენებლო კომპანიებმა მოახერხეს შეუსაბამობის გამოსწორება და მათ დიდი ნაწილს საქმიანობის გაგრძელებაზე შრომის ინსპექციის შესაბამისი ნებართვა უკვე აქვთ.


„რაც შეეხება ზოგადად ინსპექტირების პროცესს ის მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ჩვენ ვახორციელებთ როგორც გეგმურ ასევე არაგეგმურ ინსპექტირებებს.



დარღვევების რაოდენობა და კლასიფიცირება არის სხვადასხვაგვარი. თუ ჩვენ ვსაუბრობდით 2021 წელს დამსაქმებელს არ ჰქონდა საფრთხეების რისკების და იდენტიფიცირების დოკუმენტი, დღეს ეს დოკუმენტი ობიექტზე არსებობს, თუმცა გარკვეული ხარვეზები აქვს. ჩვენი მითითებების ფარგლებში კი ზუსტად ვეუბნებით თუ რა როგორ უნდა გამოასწორონ.


2022 წელს არის გაზრდილი იმ ობიექტების რაოდენობა და პროცენტულად ზრდის კარგი ტენდენცია გვაქვს, იმ ობიექტების რომლებმაც პირველივე მითითების, გაფრთხილების შემდეგ სრულად გაითვალისწინეს სამსახურის რეკომენდაციები. რაც მეტყველებს იმაზე, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ნელ-ნელა ხდება დამსაქმებლის ყოველდღიური რეჟიმის ამსახველი“,- განმარტავს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე.


როგორც ცნობილია, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი უკვე 2019 წლიდან ეხება ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს. შესაბამისად დამსაქმებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ის მოქმედი რეგულაციები, რომელიც არსებობს კანონით და სხვა ტექნიკური რეგლამენტებით.


„შემოწმების პროცესი ინსპექტორების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და მოწმდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის სამსახურის წარმომადგენლები ზედამხედველობას ახორციელებენ სამშენებლო სექტორზეც. დაახლოებით 1000-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმება, მონიტორინგი განხორციელდება 2022 წელს. შესაბამისად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ ობიექტების რაოდენობა, რომელთაც პირველსავე გაცემული მითითებების შესრულების შედეგად მოახდინეს გამოსწორება იმ დარღვევების, რომელიც ფიქსირდებოდა. ბუნებრივია ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი“, - განმარტავს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე.


მაია მიქაიას ამბობს, რომ 2022 წელსაც უბედური შემთხვევების რაოდენობის კლება დაფიქსირდა.


„ასევე მნიშვნელოვანია უბედურ შემთხვევათა სტატისტიკური მდგომარეობაც. შრომის ინსპექციის ანგარიში მალე გამოქვეყნდება და იქაც ნახავთ, მაგრამ წინსწრებით შემიძლია გითხრათ, რომ უბედური შემთხვევების სტატისტიკაში არის კლება და ეს კლების ტენდენცია წლებთან ერთად მყარდება“, - აცხადებს მიქაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up