შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე სს „ევექსის ჰოსპიტლების" ქსელში შემავალ 7 სამედიცინო დაწესებულებაში, სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით, ინსპექტირება განხორციელდა.
ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული მითითებები და ღირებული რეკომენდაციები სს „ევექსის ჰოსპიტლების" მიერ ზედმიწევნით განხორციელდა, შედეგად საბოლოო რეინსპექტირების ეტაპზე შრომის ინსპექციის მიერ დარღვევები არ გამოვლენილა.
„ევექსი ჰოსპიტლებისთვის“ პრიორიტეტულია ქსელის მასშტაბით ყველა თანამშრომლის შრომითი უფლებების დაცვა და მიიჩნევს, რომ ამ სფეროში შრომით ინსპექციასთან დამსაქმებლების ეფექტიანი თანამშრომლობა სათანადოდ უზრუნველყოფს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მაქსიმალურ დაცვას.