შრომის ინსპექციის წარმომადგენელი - გუშინ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის 4 ობიექტი დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის წარმომადგენელი - გუშინ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის 4 ობიექტი დაჯარიმდა

access_time2021-02-14 11:40:35

შრომის ინსპექციამ ზურა ჯაფარიძის გარდა, სოციალური ღონისძიების გამართვისთვის კიდევ 2 ფიზიკური პირი დააჯარიმა, დაჯარიმდა ასევე ერთი იურიდიული პირი.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2 ობიექტზე, სადაც აღინიშნებოდა დაბადების დღე, გამოვლინდა ღონისძიების ორგანიზატორი და ორივე მათგანი 2000 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება იურიდიულ პირს, ამ შემთხვევაში რესტორანი არადისტანციურ რეჟიმში, ადგილზე ახორციელებდა საქმიანობას, რის გამოც მფლობელი იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

„შრომის ინსპექციამ გუშინ, გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, მოახდინა 4 ობიექტზე დაჯარიმება არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. ერთი იყო იურიდიული პირი - რესტორანი, რომელიც არადისტანციურ რეჟიმში ახორციელებდა საქმიანობას. შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.


სამი იყო სოციალური ღონისძიების განხორციელების მიზნით. რაც შეეხება „ჯაფარასთან“, იცით არ არის ნებადართული საქმიანობა, მოხდა ღონისძიების ორგანიზატორის იდენტიფიცირება და ამ შემთხვევაში დაჯარიმდა ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით.

გარდა ბარის „ჯაფარასთან“, ასევე მოხდა 2 სოციალური ღონისძიების გამოვლენა საღამოს საათებში. ორივე მათგანი ახორციელებდა აკრძალულ საქმიანობას, აქ იყო 10-ზე მეტი ადამიანი თავშეყრილი ყველანაირი რეგულაციების დაცვის გარეშე და მიმდინარეობდა სოციალური ღონისძიება. ორივეს ორგანიზატორი იყო იდენტიფიცირებული და მათ მიმართაც შესაბამისად, იქნა სანქცია გამოყენებული 2000 ლარის ოდენობით. ჯამში დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი 10 000 ლარით და სამი ფიზიკური პირი 2000 ლარით. ასევე მიმდინარეობს კიდევ ერთ ობიექტთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების გარკვევა, ამ შემთხვევაშიც სოციალურ ღონისძიებასთან გვქონდა საქმე,“-განაცხადა მაია მიქაიამ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up