შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი გადანაწილების კუთხით, 111 კოვიდკლინიკიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა

შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი გადანაწილების კუთხით, 111 კოვიდკლინიკიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა

access_time2021-09-23 13:10:00

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალზე თანხის არათანაბარი გადანაწილებისა და შვებულება/ბიულეტენის აუნაზღაურებლობის მიმართულებით, 111 კოვიდკლინიკიდან უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.


ფერაძე არ გამორიცხავს, რომ დარღვევების გამო კლინიკების ნაწილი დაჯარიმდეს.


„შრომის ინსპექცია კლინიკებში იკვლევს ბოლო ერთი წლის, 2020 წლის ივნისიდან პერიოდს. ინსპექტირების პროცესი დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, იმდენად მოცულობითია დოკუმენტები, დღემდე მის დამუშავების პროცესში ვართ.


შრომის ინსპექციაში შემოვიდა დასაქმებულთა საჩივარი. ცხადია, არ მოვახდენ იდენტიფიცირებას, თუ რომელი კლინიკიდან მოგვმართეს, სადაც დასაქმებულთა საჩივრის წერილში მითითებული იყო, რომ არ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დანამატების და სახელფასო ფონდის ანაზღაურება, ან ეს ანაზღაურება გვიანდებოდა. ორ კლინიკაზე იყო შემოსული საჩივარი, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა კლინიკა შეგვემოწმებინა, რომელიც კლინიკის მართვაში იყო ჩართული. შემოწმებულია ყველა, 111 კოვიდკლინიკა და დარღვევები მათ აბსოლუტურ უმრავლესობაშია გამოვლენილი. თუმცა, არის საგამონაკლისო შემთხვევები, სადაც ფიქსირდება, რომ ყველა პროცედურა ცალსახად და ზედმიწევნითაა შესრულებული, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში იყო განსაზღვრული.



კოვიდკლინიკების ინსპექტირების, შემოწმების პროცესი მოიცავს როგორც უშუალოდ ტერიტორიის დათვალიერებას, ასევე დოკუმენტების გამოთხოვას, ასევე, დამსაქმებლისა და პერსონალის გასაუბრების პროცესს. როგორც აღვნიშნე, ჩვენ უკვე შევამოწმეთ 111 კლინიკა და ასევე იგეგმება იმ კლინიკების შემოწმება, რომელიც ბოლო პერიოდში დაემატა.


ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლის პროცესი, რათა გავაანალიზოთ ყველა ის ბენეფიტი, რომელიც დასაქმებულებს უნდა მიეღოთ კოვიდის მართვის პერიოდში - რამდენად მოხდა მისი პრაქტიკაში რეალიზება.


ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია სრულად ვისაუბროთ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც გამოვლინდა, ვინაიდან დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში ვართ. მაგრამ ამ ეტაპზე გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რომელიც უკავშირდება ძირი შრომის ანაზღაურების და ასევე ხელფასის შემცირებული ოდენობით ჩარიცხვას. ასევე, დაფიქსირდა ანაზღაურების დაგვიანების ფაქტებიც. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ ხელფასის განკარგვა და ცვლილება განხორციელდა დამსაქმებლის მხრიდან, რაც ასე არ უნდა იყოს, ვინაიდან ნებისმიერი ცვლილება შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს - ანაზღაურების საკითხი სწორედ დასაქმებულთან შეთანხმებას მოითხოვს. რამდენიმე კლინიკაში ასევე შეგვხვდა არათანაბარი მიდგომები, ვგულისხმობ პერსონალზე თანხის არათანაბრად გადანაწილებას. გარდა ამისა, იყო შვებულებასთან და ბიულეტენის აუნაზღურებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის ძირითადი დარღვევები, რაზეც ამ ეტაპზე შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ. დამატებით შესწავლა მიმდინარეობს და საკმაოდ მოცულობითია ის დოკუმენტები, რომელიც კლინიკების მხრიდან არის მოწოდებული, ვაანალიზებთ ამას და უახლოეს პერიოდში მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“,- განაცხადა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


მისივე ინფორმაციით, მოკვლევის საბოლოო შედეგი ოქტომბერში გამოქვეყნდება.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up