შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები - ACT რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს

შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები - ACT რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს

access_time2022-11-02 16:00:04

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ „შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი გამოაქვეყნა. პროექტის ფარგლებში შეფასდა ეკონომიკური და სოციალური გავლენის სხვადასხვა ასპექტი.


დოკუმენტის მიხედვით, წარმოდგენილი RIA მიზნად ისახავდა, შეეფასებინა საქართველოში 2020 წლის სექტემბერში მიღებული შრომის კანონმდებლობის ძირითადი ცვლილებების გავლენა. რეგულაციის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება დაემთხვა პანდემიურ ვითარებას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. Covid-19-ის კრიზისმა წარმოშვა განსხვავებული გამოწვევები დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისა და მთავრობებისთვის. შესაბამისად, ახალი შრომითი რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელებას მნიშვნელოვანი გამოწვევები მოჰყვა, შრომის ინსპექციის სამსახურის აქტივობები თითქმის მთლიანად იყო კონცენტრირებული პანდემიასთან დაკავშირებულ ინსპექტირებაზე, გაცილებით ნაკლები აქცენტით სტანდარტული ტიპის საქმიანობაზე.


„ACT-ის გუნდმა ჩაატარა აქტიური და საფუძვლიანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიც არის საჯარო უწყებები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები. მათი მოსაზრებები ფასდაუდებელია ანალიზისთვის. ძირითად ინფორმანტთა ინტერვიუების მიხედვით, ზოგიერთი დადებითი გავლენა და გამოვლენილი გამოწვევები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით: პრაქტიკაში უკვე დამდგარი დადებითი გავლენები:


⎯ შრომის ინსპექციის სამსახურის გაძლიერებული მანდატი - ახალი კანონმდებლობა ეფუძნება უფრო პრევენციის მექანიზმს, ვიდრე სანქციების დაწესებას. დღევანდელი მდგომარეობით, ამ უწყებას შეუძლია პროაქტიული მონიტორინგი, გაფრთხილება და დარღვევების შემთხვევაში ბიზნესისთვის სანქციების დაწესება.


⎯ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ბალანსი აღდგენილია და დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა დაცული იყოს მათი შრომის უფლებები.


⎯ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შემუშავებისა და ახალი რეგულაციების დაცვის კუთხით დამსაქმებლები უფრო მიმღებლები არიან. გავლენა არის ის, რომ ბიზნესმა იცის, კანონმდებლობაში არსებობს ახალი მოთხოვნები და ცდილობს იყოს მობილიზებული, რათა ეს მოთხოვნები არ დაირღვეს.



⎯ დასაქმებულების ამაღლებული ცნობიერება შრომითი უფლებების საკითხებში გამოვლენილი გამოწვევები, რომლის წინაშეც შრომითი რეგულაცია კვლავ დგას: ⎯ ინფორმირებულობის ნაკლებობა არის მთავარი გამოწვევა კანონმდებლობის მზარდი დადებითი გავლენის მისაღწევად. დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ახალი შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა დაბრკოლებას ქმნის, განსაკუთრებით რეგიონებში.


⎯ შრომის ინსპექციის სამსახურის რესურსები არ არის საკმარისი შრომის კოდექსის თითოეული მიმართულებით ვალდებულებების სრულად შესასრულებლად და მეტი აქცენტი კეთდება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე და არა საერთო შრომის უფლებებსა და სამუშაო პირობებზე. შრომის ინსპექტორების შერჩევისა და დაკომპლექტების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ძირითადი გუნდი უკვე შერჩეულია.


⎯ შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული წარმომადგენლობა უნდა გაძლიერდეს. შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული წარმომადგენლობა არის ქუთაისსა და ბათუმში და ინსპექტირების სამსახური მის კიდევ უფრო დახვეწაზე მუშაობს. რეგიონებში სათანადო შრომის ინსპექციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონებში შედარებით ცუდი სამუშაო პირობები შეინიშნება იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ნაკლები პერსპექტივები აქვთ და ერთ დიდ დამსაქმებელთან არიან „მიჯაჭვული“.


⎯ განსხვავება კომპანიის ზომასა და დარგობრივ მასახიათებლებში და ინდივიდუალური ბიზნესის სპეციფიკაციები კანონში არ არის გათვალისწინებული და დირექტივები განიხილება, როგორც უპირობო ვალდებულება.


⎯ სტაჟირების ანაზღაურების შესახებ დებულებები ბუნდოვანია. ზოგიერთი ძირითადი ინფორმანტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ჩარევა საჭირო არ არის; თავად დამსაქმებელს შეუძლია უკეთ მოაწესრიგოს პროცესი სტაჟიორებთან.


⎯ შრომის კოდექსის ახალმა ცვლილებებმა გამოიწვია შრომასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის სრულად ახლებურად მოწესრიგება. ეს იყო ძალიან რთული და გაჭიანურებული პროცესი. პარადოქსულია, მაგრამ დამსაქმებლებს უწევდათ დასაქმებულებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ეს ცვლილება მათთვის სასარგებლო იყო.


⎯ კანონს არათანაბარი გავლენა აქვს ბიზნესებზე; განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ არიან მსხვილი ბიზნესები. თუმცა განსხვავება მცირე და საშუალო ბიზნესსა და მსხვილ ბიზნესს შორის, კანონების დარღვევის თვალსაზრისით, ასევე აშკარაა. უფლებები, სამუშაო პირობები და ხელფასის დინამიკა ხშირად ირღვევა მსხვილ ბიზნესში, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესში.


⎯ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გამოწვევაა კანონის ეფექტიანობის გაზრდისთვის, არის ინსტიტუციური გაძლიერება; კვლავ მნიშვნელოვანია მისი სტრატეგიული მნიშვნელობის განსაზღვრა. გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ გაძლიერდეს ასოციაციების პროდუქტიულობა და განვითარდეს მუდმივი დიალოგი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის“, — აღნიშნულია დოკუმენტში.


აღნიშნული RIA-ს ფარგლებში ჩატარდა მრავლისმომცველი საკონსულტაციო პროცესი ორ ეტაპად 2022 წლის მაისი-ივლისის პერიოდში: (1) სიღრმისეული ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან (ჯამში 9 ინტერვიუ 15 რესპონდენტთან სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის: საჯარო სექტორი, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციები და ა.შ.) 2022 წლის მაისი-ივნისში: (2) ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან (ერთი შეხვედრა პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან) 2020 წლის ივლისის ბოლოს პირველადი შედეგების გაცნობის, უკუკავშირისა და რეკომენდაციების მიღების, ანალიზის გაუმჯობესების მიზნით.


თეგები:
RIA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up