შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი   ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს

access_time2020-07-06 15:10:48

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცახდებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ არგუმენტირებულად, პროფესიულად ჩამოაყალიბა და დაასაბუთა ბიზნესის პოზიცია და არაერთხელ მოითხოვა ცვლილებების განხორციელებამდე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მექანიზმის გამოყენება.


სამწუხაროა, რომ დღემდე დრო და დრო გვესმის კონსპირაციული თეორიები და ვხედავთ საკითხის მიმართ იდეოლოგიზირებულ მიდგომას, სადაც ბიზნესი აპრიორი „დამნაშავედაა“ გამოცხადებული, რომელთან ანგარიშსწორების იარაღადაც მოიაზრება შრომის ინსპექცია მოქმედების შეუზღუდავი მანდატით სასამართლოს კონტროლის გარეშე.


აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, სადაც, ქვეყნების უმრავლესობაში, შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალი შეზღუდულია და შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლთან ერთად, შრომის ინსპექცია ძირითადად აკონტროლებს ისეთი ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცულობას, როგორებიცაა მაგალითად არალეგალური დასაქმება, არასრულწლოვანთა შრომა, სამუშაო დროის ლიმიტები, ორსულთა შრომა, სამუშაო პირობები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და სხვა.


სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წინააღმდეგია შრომის ინსპექციის მანდატის არა ზოგადად გაფართოვების, არამედ შეუზღუდავად, განუსაზღვრელად, იმგვარად გაფართოების, რომ შრომის ინსპექციის კომპეტენციაში შეიძლება მოექცეს ისეთი საკითხები, რაც თავისი არსიდან გამომდინარე, მხოლოდ სასამართლო ორგანოების კომპეტენცია უნდა იყოს.


ამასთან, ამ თემატიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შრომის ინსპექციის საქმიანობაზე სასამართლო კონტროლი. მიგვაჩნია, რომ შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნებისათვის, შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლა და შემოწმება უნდა შეეძლოს მხოლოდ სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სასამართლოს შესაბამისი ნებართვით (წინასწარი შეტყობინების გარეშე) და არა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით.


ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა ეს საკითხი ამგვარი წინააღმდეგობის საგანი მაშინ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლზე სასამართლო ზედამხედველობა საუკეთესო პრაქტიკა და საუკეთესო დამცავი მექანიზმია, როგორც ბიზნესისათვის, ასევე თვით შრომის ინსპექციისათვის, რომელთანაც, გვინდა ხასგასმით ავღნიშნოთ, რომ ჩვენ დღეს საუკეთესო თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს.



ის, რომ შრომითი ურთიერთობების პროცესში არსებობს გარკვეული პრობლემები, ეს ჩვენ თვითონაც ბევრჯერ აღგვინიშნავს და სწორედ ამიტომ ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ შრომითი დავების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რათა საკუთარი უფლებების დასაცავად დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს წლების განმავლობაში არ უწევდეთ სასამართლოში დავა. საინტერესოა ის გარემოება, რომ შრომის ინსპექციას არც ეხლა და არც შემოთავაზებული ცვლილებებით არ ენიჭება შრომითი დავების გადაწყვეტის მანდატი და საკითხზე გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს. ანუ ნაცვლად დავების გადაჭრის მექანიზმის შემუშავება-დახვეწისა აშკარად იქმნება დამატებითი, ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული რგოლი.


ჩვენი წუხილი ზემოთჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაა უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ იმ ცუდ გამოცდილებას, როდესაც 2018 წელს დაჩქარებულად, შესაბამისი ანალიზის და ბიზნესის არგუმენტების გათვალისწინების გარეშე ცვლილებები შევიდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში და აბსოლუტურად ყველა კომპანიას, მიუხედავად მათი ზომისა და საქმიანობის სფეროსი, დაევალა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავება ან შრომის უსაფრთხოების კურსის გავლა, რამაც ჯამში ქართულ ბიზნესს რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გაუზარდა ხარჯი ყველანაირი პრაქტიკული საჭიროების გარეშე, მხოლოდ ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.


საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი აქტიური ბიზნეს სუბიექტია, საიდანაც მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი თუ იქნება მსხვილი ბიზნესი. ბიზნეს სუბიექტის დანარჩენი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესია. მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწეობენ ის ადამიანები, ის მოქალაქეები, რომლებმაც, მათ შორის მთელი პირადი ქონების გარისკვით წამოიწყეს საქმე, გენერირებული შემოსავლებით უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს და ქმნიან სამუშაო ადგილებს.


დღეს, როდესაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი, დღეს როდესაც ბიზნეს სუბიექტებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა, რომ თუნდაც მინიმალური აქტივობის ფონზე შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, არათუ შრომის კოდექსის მასშტაბური ცვლილება, არამედ ნებისმიერი ნაჩქარევი დამატებითი რეგულაცია სულ უფრო შეამცირებს ბიზნესების გადარჩენის პერსპექტივებს.


და ბოლოს, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ასოცირების პროცესზე და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რატომღაც ყველაზე ხშირად გვავიწყდება ყველაზე მთავარი დეტალი - ნებისმიერი რეგულაციის მიღება მხოლოდ შესაბამისი, წინასწარი, დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს არა მხოლოდ უსმენენ, არამედ მათ მონაცემებს, მოსაზრებებს და არგუმენტებს დეტალურად სწავლობენ და აანალიზებენ, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი სწორედ ობიექტურ ანალიზზე დაყრდნობით და არა სურვილებით იღებენ“-ნათქვამია განცხადებაში. 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up