შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზში „ ტრენინგი ჩატარდა

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზში „ ტრენინგი ჩატარდა

access_time2021-12-07 11:43:33

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზში „ ტრენინგი ჩატარდა. სემინარი „  ჯი ემ აკადემიის „  პროექტის ფარგლებში გაიმართა  .  სწავლებაში მონაწილეობდნენ საწარმოო პროცესების მმართველი ხელმძღვანელები.

 

სწავლების მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ მსოფლიოში  ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდებს, რის შემდეგაც ამ გამოცდილებას უკვე მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს გაუზიარებენ.

 

ტრენინგი  კომპანიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული უნარები, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით  გააგრძელონ საქმიანობა , უზრუნველყონ  კიდევ უფრო უსაფრთხო შრომის გარემო.




„ ეს არ არის უბრალოდ  თეორია. გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კვალიფიციურმა ტრენერებმა გაგვიზიარეს , ჩვენ პრაქტიკაში გამოვიყენებთ და , რაც ყველაზე მთავარია , " ჯორჯიან მანგანეზში " დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც გავუზიარებთ .


ჩვენს საწარმოში უსაფრთხო გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია დაცული იყოს დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. ამასთან, წლებთან ერთად მოთხოვნები იცვლება, შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვა მკაცრდება , ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ  „ ჯიემი  „ ,  რომელიც ერთ - ერთი დიდი დამსაქმებელია საქართველოში , აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების წესებს’’ -  განაცხადა გრიგოლ ხვიჩიამ, „ ,,ჯორჯიან მანგანეზის’’  შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერმა.  

სემინარი ყაზახურმა  “ Baitau  Partners -მა  უზრუნველყო  .  კომპანია ,საქართველოს გარდა,  კურსებს ატარებს  ყაზახეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, არაბთა  გაერთიანებულ საამიროებსა   და დიდ ბრიტანეთში. 

 

 „ ჯორჯიან მანგანეზის „ გადაწყვეტილებით, შრომის უსაფრთხოების კურსს  სამომავლოდ ყველა რგოლის  თანამშრომელი გაივლის , რაც ხელს შეუწყობს დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებას.  

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up