შრომის უსაფრთხოების სასწავლო რესურსების პირველი ონლაინ სივრცე საქართველოში - საფკო აკადემია

შრომის უსაფრთხოების სასწავლო რესურსების პირველი ონლაინ სივრცე საქართველოში - საფკო აკადემია

access_time2020-10-27 09:55:13

კომპანია საფკომ შრომის უსაფრთხოების სასწავლო რესურსების ონლაინ პლატფორმა - საფკო აკადემია წარადგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო კომერსანტს საფკოს დამფუძნებლები თორნიკე თოდრია და დავით თხელიძე ესაუბრნენ.

 

  • საიდან გაჩნდა სასწავლო რესურსების ონლაინ პლატფორმის შექმნის იდეა?

 

საფკოს სახელი წლების განმავლობაში ასოცირდება მომსახურების მაღალ სტანდარტთან, პროფესიონალიზმსა და სანდოობასთან შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. დაგროვებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ, გარდა ამისა, იმ ფაქტმა, რომ საქართველო შრომის უსაფრთხოების განვითარების საწყის საფეხურზე იმყოფება, ბიძგი მოგვცა შეგვექმნა კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - საფკო აკადემია.

 

  • რაში დაეხმარება საფკო აკადემია დაინტერესებულ ადამიანებს?

 

 

დარგის განვითარება შეუძლებელია მოხდეს სათანადო განათლების მიღების გარეშე, საფკო აკადემია აერთიანებს შრომის უსაფრთხოების ონლაინ სასწავლო რესურსებს, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ევროპულ სტანდარტებსა და მიდგომებზე და სრულიად შეესაბამება არსებულ და მომავალ ქართულ კანონმდებლობას. პლატფორმა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც შრომის უსაფრთხოების დარგში ჩართული ან ამ დარგით დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავების საშუალება.

 

გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ შრომის უსაფრთხოების დარგის განვითარებისთვის აკრედიტებული ტრენინგ - კურსების წარმოება იყო პირველი და საწყისი საფეხური, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა განვრცობა. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იმ საბაზისო ცოდნის გაღრმავებაა, რომელიც მსმენელებმა ამ აკრედიტებულ კურსზე მიიღეს. სწორედ ამისთვის შეიქმნა საფკო აკადემია.

 

ამას გარდა, ვიცით, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მოვალეობა, კომპანიის თანამშრომლებისთვის თემატური ტრენინგების ჩატარებაა. ზოგიერთი ასეთი ტრენინგის პერიოდულად გავლა პირდაპირ სახელმწიფო რეგლამენტების მოთხოვნაც კი არის (მაგ. სიმაღლეზე მუშაობა, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ.). სწორედ ამ მოთხოვნების შესრულებაში დაეხმარება საფკო აკადემია მომხმარებელს.

 

  • შეუძლიათ თუ არა პლატფორმით სარგებლობა სხვა პოზიციებზე და დარგებში დასაქმებულ ადამიანებს?

 

რა თქმა უნდა, შეუძლიათ. პლატფორმით სარგებლობა შრომის უსაფრთხოებით  დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ცნობიერება შრომის უსაფრთხოების სფეროს შესახებ არ არის სათანადო დონეზე.


 

დარგის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის მენეჯმენტის, დირექტორების, ინჟინრების, გუნდის ხელმძღვანელების და მთლიანად საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. სამწუხაროდ, მათი მხრიდან შრომის უსაფრთხოების დაცვა, ხშირ შემთხვევაში, გაიგივებულია მხოლოდ დამცავი აღჭურვილობის ტარებასთან, სახანძრო საევაკუაციო გეგმის ქონასთან და ა.შ. რეალურად, შრომის უსაფრთხოება ბევრად უფრო ფართო ცნებაა და სისტემურ მიდგომას საჭიროებს.

 

ჩვენს პლატფორმაზე არსებული მოქნილი და კომპაქტური თემატური კურსების გავლით, სხვა დარგებსა და პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანებსაც შეუძლიათ გაეცნონ შრომის უსაფრთხოების სფეროს და უკეთესად გაიაზრონ მისი მართვისთვის საჭირო საკითხები.

 

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ საფკო აკადემიის მომხმარებლები გავხდეთ?

 

საფკო აკადემია მაქსიმალურად ერგება თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს, ნებისმიერ მსურველს მისთვის მისაღებ დროს შეუძლია გაიაროს სასურველი თემატური კურსი და მიიღოს პრესტიჟული, ორენოვანი სერტიფიკატი.

 

პლატფორმაზე წვდომისთვის პირველ რიგში, საჭიროა დაინტერესებული ადამიანი ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს: www.academy.safco.ge, დარეგისტრირდეს და აირჩიოს წევრობის სასურველი პაკეტი.

 

ჩვენ ყველას პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება და დაგვეთანხმებით, რომ ამ პირობებში ონლაინ სწავლა საუკეთესო გამოსავალია.

 

  • რა შეგიძლიათ თქვათ, პლატფორმის განვითარების და სამომავლო გეგმების შესახებ?

 

ჩვენს მომხმარებელს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ სასწავლო რესურსები მუდმივად განახლდება არსებული კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში და გარკვეული პერიოდულობით მოხდება ახალი თემატური კურსების  დამატება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარგში საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს ცვლილებები აისახება პლატფორმაზე განთავსებულ კურსებში.

 

ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ პლატფორმას რეგულარულად შევმატოთ ახალი კურსები და გავხადოთ უფრო მოცულობითი. წლის ბოლომდე კურსების რაოდენობა მინიმუმ უნდა გაორმაგდეს.

 

ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტით წვლილს შევიტანთ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ამაღლებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ფორმირებაში.

 

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up