შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2022 წელთან შედარებით 490 მლნ ლარით იზრდება

შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2022 წელთან შედარებით 490 მლნ ლარით იზრდება

access_time2022-10-13 20:40:16

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები, რომლებსაც ბიუჯეტის მომზადება დაეფუძნა და პრიორიტეტების მიხედვით, მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობასა და მათ განაწილებაზე ისაუბრა.


გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილ თანხებზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 2023 წლისთვის თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2022 წელთან შედარებით 490 მლნ. ლარით იზრდება. მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების თანამშრომლების ხელფასების 20%-ით გაზრდას მოხმარდება.


უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები ასევე მიიმართება სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, შეიარაღების განახლებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ.



რაც შეეხება უშუალოდ ძალოვანი უწყებების ბიუჯეტს - 2023 წლისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის 1, 260 მლნ. ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 070 მლნ. ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის - 180 მლნ. ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის - 76 მლნ. ლარი, დაზვერვის სამსახურისთვის - 18 მლნ. ლარი და სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის - 12 მლნ. ლარი შეადგენს.


საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა კითხვები და მოსაზრებები გამოთქვეს. დეპუტატებმა როგორც თავდაცვის და შეიარაღების ძალების, ასევე ვეტერანებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონში მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მომზადდა და წარმოდგენილ პროექტში აისახა ის შესაძლებლობები, რა ფინანსური რესურსი ამ ეტაპზე გააჩნია ქვეყანას. მისივე თქმით, ბიუჯეტის საბოლოო პროექტის წარდგენამდე, დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი სამუშაო შეხვედრები გაიმართება.


„თავდაცვის მიზნებისთვის, ისევე როგორც ეროვნული მიზნებისთვის, ჩვენ მეტი ფინანსური რესურსები, მეტი ბიუჯეტი გვჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემო, მომეტებული საფრთხეები და გამოწვევები გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ჩვენ შეზღუდული რესურსების პირობებში ვმოქმედებთ. ფინანსური რესურსების ოპტიმალური და დაბალანსებული განაწილების შესაძლებლობები უნდა ვიპოვოთ ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ასევე დაკმაყოფილებული იყოს სხვა საჭიროებებიც, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ფინანსური რესურსი თუ მოგვცემს საშუალებას, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მზაობა, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.


კომიტეტის წევრებმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა წარმოდგენილმა ფინანსურმა დოკუმენტმა, კომიტეტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა, ვერ მოიპოვა.



თეგები:
შსს



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up