შსს–მ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია შეაჯამა

შსს–მ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია შეაჯამა

access_time2020-12-10 16:30:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სიმბოლურად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვა და სისტემაში, ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტმა, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით 2020 წელს მიღებულ რეზოლუციაში, დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტის როლი ამ მიმართულებით.

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში და, აგრეთვე, საზოგადოებას თავადაც წარუდგინეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები.

2020 წლის 25 ნოემბერს, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, მონაწილეობა მიიღო პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ფონდ Humandoc-ის (პოლონეთი) და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ და ევროკავშირის მხარდაჭერილ ონლაინ კონფერენციაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დევნილი/კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.

2020 წლის 28-29 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა შეფასების დასკვნით ღონისძიებაში.

ეროვნული კონკურსი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო სამართლებრივ და ეროვნულ მექანიზმებს ეძღვნებოდა და მასში საქართველოს 13 უნივერსიტეტის 34 გუნდი მონაწილეობდა.

2020 წლის 27 ნოემბერს, ილიაუნის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა დისტანციური პანელურ დისკუსია თემაზე: „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-ის კონტექსტში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ, რომელმაც ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.

2020 წლის 30 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.

პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები და ამ მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, საქმეთა მონიტორინგის შედეგად დაიდენტიფიცირებული ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა სამინისტროსთვის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას, ასევე, ბავშვთან ქორწინების მიზნით ჩადენილი დანაშაულების პროაქტიურად გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიებისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და რელევანტურ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას.


2020 წლის 2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (USAID/PROLoG) პროექტის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ. მინისტრის მოადგილის მხრიდან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული სექსუალური შევიწროების მუხლის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე. ასევე, ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცველთა კვალიფიკაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

2020 წლის 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციაში: „ქალთა უფლებები და არსებული გამოწვევები საქართველოში“.

მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე, პანდემიის პერიოდში ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით, სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებზე.

2020 წლის 3-4 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრებისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებისათვის, სექსუალური შევიწროების თემაზე ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენინგის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სექსუალური შევიწროების სამართლებრივი რეგულირებისა და სამართალდარღვევაზე პოლიციის მიერ განსახორციელებელი რეაგირების თაობაზე. ტრენინგებზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების კუთხით არსებული გამოწვევები, სამართალდარღვევებზე სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ასევე, რეაგირების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების არსი და მნიშვნელობა. ონლაინ ტრენინგებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების მართლწესრიგის 20 ოფიცერი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 20 პატრულ-ინსპექტორი ესწრებოდა.

 2020 წლის 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ოსაძემ გახსნა.

პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 10 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსუალური შევიწროების მუხლი ამოქმედდა, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელებული სექსუალური შევიწროების გამოვლენილი ფაქტების სტატისტიკური მონაცემები, სამართალდამრღვევებთან და სექსუალური შევიწროების მსხვერპლებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციების სიღრმისეული ანალიზი, სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები, დაიდენტიფიცირებული გამოწვევები.

მოწვეულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მუხლის ამოქმედებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობების შესახებ.

2020 წლის 8 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში ,,ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“.

კონფერენციისას წარმოდგენილი ანგარიში ეხებოდა საქართველოში, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პროცედურების სტამბოლის კონვენციის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეფასებას. კონფერენციისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.

2020 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი ძირითადი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების პროცედურაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება იქნა გამახვილებული სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების მნიშვნელობაზე. ონლაინ ტრენინგებს ქვემო ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების 40-ამდე თანამშრომელი ესწრებოდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის №71 და №155, №212 საჯარო სკოლების, ასევე, სკოლა ,,ლომისის“ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან გამართულ ონლაინ ღონისძიებებში, სადაც ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებზე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ამ კუთხით ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და გამოწვევებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებზე ისაუბრეს როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ასევე საინფორმაციო სააგენტოებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის უწყებებთან, როგორც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ისე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up