შტატები და მექსიკა მიკროჩიპებისა და ელექტრომობილების წარმოებაში ლიდერები გახდებიან

შტატები და მექსიკა მიკროჩიპებისა და ელექტრომობილების წარმოებაში ლიდერები გახდებიან

access_time2022-09-13 12:50:00

აშშ-სა და მექსიკას შეუძლიათ გახდნენ მსოფლიო ლიდერები ელექტრომობილების წარმოებაში. ვაშინგტონი მეხიკოს ამ კუთხით ინტენსიურ თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მის მექსიკელ კოლეგასთან მექსიკაში სტუმრობისას განაცხადა.


აშშ-მექსიკის მაღალი დონის ეკონომიკური დიალოგის (High-Level Economic Dialogue, HLED) ფარგლებში გამართული შეხვედრისას, მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ეკონომიკების ინტეგრაციის მნიშვნელობას.


„ერთ-ერთი საშუალება რითაც ჩვენ ამას გავაკეთებთ იქნება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენება. დიდი პოტენციალი გვაქვს, გავხდეთ ლიდერები მაგალითად ელექტრომობილების ერთობლივად წარმოებაში. ახლა კი გვაქვს დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ ამით დავკავდეთ,“ - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


მანვე დასძინა, რომ ქვეყნები „გაამყარებენ მიწოდების ჯაჭვებს ამის უფრო ფართო გაგებით. თუმცა ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებაზე,“ - დასძინა მან.



ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ ქვეყნები გააძლიერებენ ძალისხმევას ერთობლივად აწარმოონ ნახევარგამტარები. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მარსელო ებრარდის თქმით, მეხიკომ მიიღო ოფიციალური შემოთავაზება ვაშინგტონისგან გახდნენ პარტნიორები და მოკავშირეები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე ინიციატივაში.


მინისტრის თქმით, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა მექსიკისთვის, რაც ნიშნავს დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს და ინტეგრაციას მომავალში. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები მის ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ორჯერ სწრაფად განვითარდეს.


„ეს კი ნიშნავს სიღარიბის ორჯერ სწრაფად დაძლევას და ინფრასტრუქტურის ორჯერ სწრაფად განვითარებას,“ - თქვა მან.


ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up