შუა აზიის ქვეყნებმა საქართველოში რუსეთის ბაზრის ჩანაცვლების ალტერნატივა მონახეს - ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

შუა აზიის ქვეყნებმა საქართველოში რუსეთის ბაზრის ჩანაცვლების ალტერნატივა მონახეს - ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

access_time2022-10-19 15:00:06

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელ იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 590.5 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 14.4 პროცენტი). შუა აზიის ქვეყნები კი ბოლო პერიოდში საქართველოსთვის ავტომობილების მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი გახდა.


ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ შუა აზიის რეგიონის მიმართულებით ზრდა სექტორისთვის და საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანია.


„ავტომობილების ექსპორტი გაზრდილი არის ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მიმართულებით. ამ ქვეყნებში რეალურად ხდებოდა რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი. როდესაც რუსეთს დაუწესეს სანქციები უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, ისინი ვეღარ ახდენენ შუა აზიის ქვეყნებისთვის ავტომობილების მიწოდებას, ამიტომ ჩვენთან წამოვიდნენ, რადგან აქ ნახეს ალტერნატივა. ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვამბობდით, რომ შუა აზიის რეგიონი იქნებოდა სექტორისთვის და საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანი. 

 

ქართველმა ავტო-იმპორტიორებმა ყველაზე დიდი ზარალი მივიღეთ 2019 წელს, როცა დავკარგეთ სომხეთის ბაზარი. უკრაინა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელიც გასაგებია, რომ დავკარგეთ რაღაც დროით. არა ამ მასშტაბის, თუმცა გარკვეული პოზიცია ჰქონდა რუსეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტსაც, მაგრამ ის მაინც ყოველთვის არასტაბილური და პოლიტიკურ განწყობებზე მიბმულია, რადგან რუსეთში ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს“,  აღნიშნავს დარბაისელი.



მისი თქმით, აღნიშნული ბაზრის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და მოელის, რომ ომის დასრულების შემდეგაც, უფრო მისაღები ფასების და უსაფრთხო გზის გამო ყაზახები და ყირგიზები რუსეთის ალტერნატიული გზის ანუ საქართველოს გავლით მოახდენენ ავტომობილების იმპორტს.

 

„ყაზახეთის ბაზარზე რეექსპორტი წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ტაჯიკეთში 1.5-ჯერ, ყირგიზეთში 2.5-ჯერ, რეალურად მათ საქართველოში რუსეთის ბაზრის ჩანაცვლების ალტერნატივა მონახეს. დარწმუნებული ვარ, არსებული ვითარება ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება, რადგან რუსეთი დამარცხდება და მათ რესურსს ჩვენ ავითვისებთ. ყაზახი იმპორტიორები აღნიშნავენ, რომ ჩვენ მათ უფრო დაბალ ფასში ვთავაზობთ და უფრო უსაფრთხო გზას.


მოთხოვნის ტიპი არ იცვლება, რეექსპორტზე ძირითადად „ჰიუნდაისა“ და ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილები გადის. ისე როგორც მთელი წლის განმავლობაში, ბოლო ერთ თვეშიც ყველაზე აქტიური ყაზახეთი და შუა აზიის სხვა ქვეყნებია. ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილებს დიდად არ ითხოვენ ავტონაწილების და ავტოსერვისის ხელმიუწვდომლობის გამო. ჰიბრიდებზე მოთხოვნა უფრო მეტად სომხეთშია“,  ამბობს ლაშა დარბაისელი.


2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 590 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 74.6%-ია, ხოლო იმპორტმა მილიარდს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით 59%-იანი ზრდაა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up