ტვირთნაკადის მოზიდვის კუთხით სიძნელეები უფრო ყაზახეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ვიდრე საქართველოს მხარეს - პაატა ცაგარეიშვილი

ტვირთნაკადის მოზიდვის კუთხით სიძნელეები უფრო ყაზახეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ვიდრე საქართველოს მხარეს - პაატა ცაგარეიშვილი

access_time2022-07-27 18:00:05

ტვირთების გადაზიდვის და სატრანზიტო საკითხები ბოლო პერიოდში საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტებისას მოლაპარაკებების მთავარი საგანიც უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის წარმომადგენლებთან აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა და კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო.


უზბეკეთის პრემიერმა საქართველოს პორტებით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების ინტერესი ღიად გამოხატა. თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდი მუჰამედოვთან შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები კი კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.


„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ შუა დერეფანთან მიმართებით, ტვირთნაკადის მოზიდვის კუთხით სიძნელეები უფრო ყაზახეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე.


„ძირითად აქცენტს აკეთებენ საქართველოს ინფრასტრუქტურაზე, გამტარუნარიანობაზე, არადა რეალურად საქართველოს მონაკვეთის მხოლოდ 7%-ია სატრანსპორტო დერეფნის, დანარჩენი სირთულეების ერთობლიობა არის სხვა ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებზე განლაგებული, აქედან გამომდინარე არსებობს ასეთი პრინციპი რომ თუ სხვა ქვეყნებს არ აქვს მოგვარებული გამტარუნარიანობის პრობლემები, ამით ზარალდება მთლიანად დერეფანი და მათ შორის საქართველო. აქ საუბარია ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ერთობლივ კოორდინირებულ ქმედებებზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია.



გამომდინარე აქედან აბსოლუტურად გამართლებულია მეორე კატეგორიის ქვეყნებთან ვიზიტები, მათ შორის უზბეკეთში, თურქმენეთში და ყაზახეთში. ამ ყველაფრის მიზანი უნდა იყოს კოორდინირების მაღალი ხარისხის მიღწევა ახალი ტვირთნაკადების წარმოშობის პარალელურად. კოორდინირებაში ვგულისხმობ არა მარტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობას, არამედ იურიდიულ ასპექტებს, იმისათვის რომ ტვირთნაკადების გადმორთვა მოხდეს.


გამტარუნარიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემები უფრო ყაზახეთის და აზერბაიჯანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დევს. ყაზახეთის დაინტერესება პირველ რიგში არის ის, რომ თავისი საექსპორტო პროდუქცია რომელიც ადრე რუსეთის გავლით მიდიოდა, შემდგომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში აიღო გეზი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის ტერიტორია უნდა გაევლოთ მან დაბლოკა ყაზახური ტვირთების ბალტიისპირეთში გადამისამართების შესაძლებლობა, შესაბამისად ყაზახეთი დარჩა საქართველოზე გამავალი დერეფნის ამარა, ამიტომ ის მაქსიმალურად დაინტერესებულია რომ თავისი პოტენციალი გაუშვას ჩვენი ქვეყნის გავლით. თუმცა ჩინეთიც დაინტერესებულია, რომ ეს დერეფანი გამოიყენოს.


ყაზახეთმა თავის მხრივ გააჟღერა აზრი, რომ ის პირველ რიგში თავისი ტვირთების ექსპორტს აძლევს პრიორიტეტს და არა ჩინურ ტვირთნაკადს, სინქრონულად ეს ორივე წარმოდგენილია, შესაბამისად ყაზახეთისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ვართ. ის წლების განმავლობაში მიბმული იყო რუსეთზე და უგულებელჰყო საქართველო, მინიმიზირება გაუკეთა ამ ყველაფერში, ამიტომ დღესდღეობით ის აღმოჩნდა ყველაზე რთულ მდგომარეობაში. ყაზახეთმა მართალია დაგვიანებით, მაგრამ უკვე დაიწყო თავისი ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გასაზრდელად შესაბამისი ქმედებები. მის პორტებს 27 მლნ ტონა ტვირთის გატარება შეუძლიათ, მაგრამ არ არიან ადაპტირებული ბაზარზე არსებული ტვირთების გასატარებლად, მაგალითად ნედლი ნავთობის და მსგავსი პროდუქტის. ბაზრის გამოძახილზე არ არიან ორიენტირებულნი. დღესდღეობით, შუა დერეფანთან მიმართებით ტვირთნაკადის მოზიდვის კუთხით სიძნელეების ერთობლიობა უფრო ყაზახეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. აზერბაიჯანსაც ანალოგიურად, სავაგონო პარკი სჭირდება.


მარტო საქართველოს დადანაშაულება არასწორია, რეგიონშიც უფრო დიდი პრობლემებია. აუცილებელია ამ პრობლემების გაერთიანება და საბოლოო ჯამში გარკვეულ ვადაში გაწერილი ინფორმაციის დადება“, — აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up