შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო

შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო

access_time2022-07-20 18:40:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების უზბეკეთსა და თურქმენეთში ვიზიტისას მთავარ თემად ტვირთების გადაზიდვისა და ტრანზიტის საკითხები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილისა და აბდულა არიპოვის შეხვედრისას, უზბეკეთის პრემიერმა საქართველოს პორტებით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების ინტერესი ღიად გამოხატა. თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა და კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო.

 

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთსა და თურქმენეთში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები უზბეკეთსა და თურქმენეთში ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ საუბარი ამ ქვეყნებთან აქცენტირებულად მიმდინარეობს ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უზბეკეთთან შეხვედრის შედეგებს, აქ შეიძლება გამოიყოს ის გარემოება, რომ დაფიქსირდა კონკრეტული ტვირთვის მოცულობით მოზიდვის პერსპექტივა. უკვე მხარეებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. საუბარია ქიმიური ტვირთების ბათუმის ნავსადგურის გავლით მოზიდვის შესაძლებლობაზე. კერძოდ,  წელიწადში 400 ათასი ტონა ქიმიური ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა გაჩნდა. შედეგად, ბათუმის ნავსადგური გარკვეულწილად მშრალი ტვირთების მიმართულებით დაიტვირთება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას.

 


„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ თურქმენეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რადგან რუსეთის გავლით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ვოლგა-დონის“ არხით, ტრანზიტი გართულდა.

 

„წინ ვუსწრებ სიტუაციას და ვვარაუდობ, რომ თურქმენეთში, საუბარი იქნებოდა თურქმენული ნავთობპროდუქტების საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმორთვაზე. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რადგან აქ საუბარია „ვოლგა- დონის“ არხიდან ნავთობპროდუქტების გადმორთვის პერსპექტივაზე. აქ მნიშვნელოვანი მოცულობებია და დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა არსებობს.

დღეს-დღეობით, თურქმენული ნავთობპროდუქტები „ვოლგა-დონის“ არხით გადის ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთ-უკრაინის ომი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება წარმოუდგენელს ხდის ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვებს. ეს ტვირთი ალბათ შუა დერეფნის თვალსაწიერში მოექცევა. ვფიქრობ საქართველოსა და თურქმენეთს შორის აუცილებლად იქნება საუბარი ამ საკითხზე. დამატებითი ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა, ალბათ თურქმენეთის მხრიდანაც გამოჩნდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

საქართველოს თურქმენეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში თურქმენეთი ვერ მოხვდა. იმპორტიორთა ათეულში კი ეს ქვეყანა მეცხრე ადგილზეა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში თურქმენეთიდან $628.3 მილიონის პროდუქცია იმპორტირდა. ზრდამ 183.3% შეადგინა.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი.

 

„მიმაჩნია, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის ხოლოდ 7% გადის დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“.

 

ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღეს-დღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.


europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up