შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური ცენტრებისა და საბაჟო საწყობების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისმაილ ჰუსეინოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ამ სფეროში ერთობლივ მუშაობას ახორციელებს ეკონომიკისა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროებთან.
„ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ ცენტრებისა და საწყობების რაოდენობის გაზრდაში“, - დასძინა ჰუსეინოვმა.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი.
ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს საფუძველი ჩაეყარა 2000 წლის 12 სექტემბერს, რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე.