შუა დერეფნის მარშრუტების განსავითარებლად ციფრული ინსტრუმენტები საჭიროა - IRU

შუა დერეფნის მარშრუტების განსავითარებლად ციფრული ინსტრუმენტები საჭიროა - IRU

access_time2022-10-15 22:00:43

შუა დერეფანი, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის გავლით კავკასიასთან, თურქეთთან და ევროპასთან, სავაჭრო ურთიერთობების პიკშია. სატვირთო გადაზიდვების ბაზრის მონაწილეებმა თავიანთი ძალისხმევა მიმართეს ამ მარშრუტების შემდგომ გაფართოებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Logist.Today საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირზე (IRU) დაყრდნობით ავრცელებს.


„მიუხედავად იმისა, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობის ზედმეტად ხაზგასმა შეუძლებელია, მარშრუტების დივერსიფიკაცია, ისევე როგორც სატრანსპორტო გზების ეფექტური ნაზავი გადამწყვეტია მდგრადი მიწოდების ჯაჭვებისთვის. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ერთად უნდა იმუშაონ ახალი კავშირისა და მარშრუტების უკეთ მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჰარმონიზებული ინსტრუმენტების სრული მობილიზება, როგორიცაა TIR და CMR, რომლებიც გამოიყენება შუა დერეფნის ყველა ქვეყანაში, სატრანზიტო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ბიზნესისთვის ხარჯების შესამცირებლად“, - აცხადებს IRU-ს წარმომადგენელი ტატიანა რეი-ბელი.


მისი თქმით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს შორის, რომლებიც საჭიროა ტვირთების ნაკადის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და მათი მოცულობის გაზრდისთვის, არის „გამოყოფილი მწვანე ზოლები სასაზღვრო გადასასვლელებზე შეთანხმებული სატრანზიტო ინსტრუმენტების, განსაკუთრებით მათი ციფრული ეკვივალენტების საფუძველზე“.


დღევანდელ რეალობაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამგვარად, უკრაინის ომის გამო, მკვეთრად გაიზარდა საქონლის ტრანსპორტირება კავკასიასა და ევროპას შორის მარშრუტებით, რომლებიც გადიან შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე. ეს მარშრუტები ასევე არის შუა დერეფნის ნაწილი ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებამდე. IRU ხაზს უსვამს, რომ, მაგალითად, თურქეთის გავლით ტრანზიტი მხოლოდ 2022 წლის პირველ ექვს თვეში 47%-ით გაიზარდა. ვაჭრობის ზრდა ზეწოლას ახდენს ისედაც გადატვირთულ საზღვრებზე, საგრძნობლად ანელებს ტრანსსასაზღვრო მიმოსვლას.



„სავაჭრო მარშრუტები ჩრდილოეთიდან შუა დერეფანში გადავიდა, მაგრამ სასაზღვრო პუნქტებს უჭირთ ზედმეტი მოცულობის დაძლევა. მძღოლებს საზღვარზე ძალიან გრძელი რიგები და დიდხნიანი დაყოვნება ემუქრებათ. მათ საზღვარზე შესაძლოა 2-დან 40-50 დღემდე გატარებაც კი მოუწიოთ. ეს ნორმალური არ არის. რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენად ძვირია როდესაც მძღოლები, საქონელი და სატვირთო მანქანები მთელი დღე საზღვარზეა დაყოვნებული“, - ამბობს IRU გენერალური მდივანი ჰუმბერტო დე პრეტო.


მან ასევე ხაზი გაუსვა ციფრული ინსტრუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც ახლავე შეიძლება განხორციელდეს საზღვარზე არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად. დადასტურებული ციფრული ხელსაწყოები, როგორიცაა ციფრული TIR და e-CMR, აჩქარებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს და უზრუნველყოფს საქონლის გადაადგილებას. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, ახლოს არიან eTIR-ის განხორციელებასთან.


გარდა ამისა, ეროვნული მთავრობები ცდილობენ საზღვრის კვეთები გააუმჯობესონ. მაგალითად, კაპიკულე-კაპიტან-ანდრეევოს (თურქეთი-ბულგარეთი) საზღვრის გამტარუნარიანობა 950-დან 1500 ადამიანამდე გაიზარდა დღეში.თუმცა ესეც საკმარისი არ არის.


„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ საკვანძო საკითხებზე რეგიონში საგზაო ტრანსპორტისა და ვაჭრობის სრული პოტენციალის რეალიზებისთვის... სატრანსპორტო კვოტების ლიბერალიზაცია, განსაკუთრებით ტრანზიტისთვის, უნდა იყოს ჩვენი გრძელვადიანი მიზანი. ჩვენ უნდა გავზარდოთ BSEC-ის ნებართვების რაოდენობა, ახალი ქვეყნების მოზიდვა სისტემაში და მისი სრული დიგიტალიზაცია“, - ამბობს IRU გენერალური მდივანი.


თეგები:
IRU



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up