„შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით

„შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით" - ევროკავშირის ელჩი

access_time2023-02-10 19:30:06

„ევროკავშირი მხარს უჭერს დაკავშირებას და სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ მონაწილეობა მივიღოთ ტრასეკას ყოველწლიურ შეხვედრაში, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას", -  აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელიც დღეს თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომას დაესწრო.

 

 

როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, საერთაშორისო  საზოგადოებისთვის, ქვეყნებისთვის სატრანსპორტო კავშირები არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ორგანიზაციის სურვილია, გლობალური კარიბჭის სტრატეგიით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მდგრად სატრანსპორტო კავშირს, როგორც სარკინიგზოს, ისე საავტომობილოს -  ევროკავშირიდან სამხრეთ კავკასიის, რა თქმა უნდა, საქართველო  გავლით და ცენტრალურ აზიამდე.

 


 

„ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, დღევანდელ რეალობაში - უკრაინის მიმართ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიის პირობებში, შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

 

 

2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლით საქართველო ხდება. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები დღეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად  განიხილავენ მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობისა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up