შვედეთი მზადაა, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გაიგზავნოს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა განაცხადა.
ჩვენ ღია ვართ ამისათვის და მჭიდრო დიალოგში ვართ უპირველეს ყოვლისა გერმანიასთან, - თქვა ჯონსონმა.
დახმარების ბოლო პაკეტში შვედეთი გეგმავს, უკრაინას Archer -ის საარტილერიო სისტემა გადასცეს.
ტანკების გადაცემის პირობა დადო ესპანეთმაც. პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი დღეს კიევშიც ჩავიდა. Leopard 2-ის 2 ერთეული ტანკის უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს ფინეთიც.