შვედეთმა უკრაინისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech ვაქცინის 500 000-ზე მეტი დოზის გადაცემა დაანონსა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ Twitter-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.
„შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს Pfizer/BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის 500 000-ზე მეტი დოზა. შვედეთის დონაცია გასულ კვირას უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ არის ნახევარი მილიონი დოზა“, - დაწერა მან.
შვედეთის მთავრობამ დასძინა, რომ ამ გზით უკრაინა გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში ევროკავშირის მიღმა, რომელიც მიიღებს ახალ განახლებულ ვაქცინას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელმა უკვე დაამტკიცა ორი ცალკე Covid-19 გამაძლიერებელი ვაქცინა, Omicron ვარიანტისთვის შემუშავებული Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის მიერ.