შვედეთის სანაპირო დაცვამ ჩრდილოეთ ნაკადზე მეოთხე გაჟონვა აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შვედური გაზეთი Svenska Dagbladet ავრცელებს.
ორშაბათს ინციდენტები ერთდროულად მოხდა ორ რუსულ საექსპორტო გაზსადენზე ევროპაში. დანიისა და შვედეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გაზის ორი გაჟონვა აღმოაჩინა Nord Stream 1-ზე და ერთი — Nord Stream 2-ზე კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ მიზანმიმართულ დივერსიას.
რუსულმა მხარემ ინციდენტის გავრცელებისთანავე დანიიდან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია Nord Stream-ზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ. დანიის ხელისუფლებამ შეატყობინა რუსეთის ფედერაციას გაზის გაჟონვის ადგილზე აფეთქებების შესახებ. Nord Stream-ის ოპერატორმა, Nord Stream AG-მ განაცხადა, რომ გაზსადენებზე საგანგებო მდგომარეობა უპრეცედენტო იყო და შეუძლებელი იყო შეკეთების დროის შეფასება.