შვედეთის სპეცსამსახურებმა რუსი წყვილი შპიონაჟის ბრალდებით დააკავა

შვედეთის სპეცსამსახურებმა რუსი წყვილი შპიონაჟის ბრალდებით დააკავა

access_time2022-11-27 14:30:18

შვედეთის სპეცსამსახურებმა რუსი წყვილი - სერგეი სკვორცოვი და ელენა კულკოვა გასულ კვირას რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანშრომლობისათვის დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს

  

59 წლის სკვორცოვი და 58 წლის კულკოვა მოსკოვიდან სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ვარმდოს მდიდარ უბანში, სალციო-ბუში, 2015 წელს დასახლდნენ. „ძალიან უბრალო ადამიანები ჩანდნენ, საუბრობდნენ მებაღეობაზე და ყოველთვის მეგობრულად გვესალმებოდნენ“, იხსენებს მათი ერთ-ერთი მეზობელი

 

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი დაკავებული შვედეთის წინააღმდეგ არალეგალურ სადაზვერვო საქმიანობაშია ეჭვმიტანილია და მეორე - ხელშეწყობაში.

 




სკვორცოვი შვედეთში საზღვაო და საჰაერო ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო, კომპიუტერული და პროგრამული სერვისების კომპანიებს ფლობდა.

 

„სკვორცოვის კომპანიებიდან ერთ-ერთს, კვიპროსში დაარსებული კომპანიის გავლით, გრუ-ს პოლკოვნიკი ფლობდა. ეს პოლკოვნიკი იმდენად არ მალავდა თავის იდენტობას, რომ თავისი სამსახურის შესახებ რუსეთში გამოცემულ წიგნში ინტერვიუ ნამდვილი სახელით აქვს მიცემული. იგივე სახელი, 1983 წელს, აშშ კონგრესის მიერ სპეცსამსახურებიდან გამოთხოვილ სიაში იძებნება, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან შპიონაჟის ეჭვით გაძევებული დიპლომატების გვარ-სახელებია.

 

ამავე წყვილმა 1999 წელს, რუსეთიდან წასვლამდე მოსკოვში რიხარდ ზორგეს (რუსი მზვერავის) სახელობის ქუჩაზე მიიღო ბინა. ამავე კორპუსში არიან ჩაწერილი სკრიპალების მოწამვლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დეზინფორმაციაზე პასუხისმგებელი გრუ-ს გენერალი და პოლიტიკურ მკვლელობების კოორდინატორი გრუ-ს მაღალჩონოსანი“, წერენ „ევროპის მოამბე“ და Russia Possts-ი.

 

ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, გასული თვეში, ჩრდილოეთ ნორვეგიაში (სადაც სტრატეგიული ობიექტებია განთავსებული) რუსეთის 10 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ასევე რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟშია არიან ეჭვიმატინილები. გარდა ამისა, ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს რომ, ნორვეგიის სამხედრო ბაზებთან ახლოს, რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სხვადასხვა სახის ქონება შეიძინა.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

თეგები:
შპიონაჟი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up