შვედეთის უმსხვილესმა საპენსიო ფონდმა Alecta-მ, რომელმაც დიდი ზარალი განიცადა წარუმატებელი ინვესტიციების შედეგად, გენერალური დირექტორი მაგნუს ბილინგი გაათავისუფლა.
ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბილინგის მოადგილე კატარინა ტორსლუნდი დაინიშნა. საპენსიო ფონდმა ხელმძღვანელის შეცვლა შემდგომი სტრატეგიებისა და რეპუტაციის აღდგენის გზების განხილვის შემდეგ გადაწყვიტა. აღნიშნავს MarketWatch-ი დირექტორთა საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით.
საპენსიო ფონდის კლიენტებმა აშშ-ს საბანკო კრიზისის გამო თითქმის 2 მილიარდი დოლარი დაკარგეს, იტყობინება Bloomberg-ი. Alecta First Republic Bank-ის, Signature Bank-ისა და SVB Financial Group-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი და Silicon Valley Bank-ის დედა კომპანია იყო. ბოლო ორი ბანკი ჩამოშალა, პირველი კი სერიოზულ სირთულეებს განიცდის.
„რაც მოხდა რეალურად არ იმოქმედებს არც კლიენტებზე და არც Alecta-ს ფინანსურ მდგომარეობაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ბილინგმა საპენსიო ფონდის ბოლო წლიურ ანგარიშში და მიუთითა, რომ ზარალმა მართვის ქვეშ მყოფი აქტივების 2%-ზე ნაკლები შეადგინა.