NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე ნატო-ს წევრები გახდებიან.
სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა NATO-ს გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პროცესს ხელს არ შეუშლის.