შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტს 29 მარტიდან შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა. ამ პაკეტში არის ახალი სანქციები სამხედრო მრეწველობისა და ფინანსური სექტორის საწარმოებისა და რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ. კერძოდ, მნიშვნელოვანი ახალი იმპორტ/ექსპორტის შეზღუდვები და რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვაა გათვალისწინებული.
შემაკავებელი ზომები 121 ფიზიკურ და იურიდიულ პირზეა დაწესებული. სანქციები, კერძოდ, გამიზნულია იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე.