რუსული „გაზპრომბანკის“ შვეიცარიული ფილიალის 4 ყოფილი ბანკირი დამნაშავედ იქნენ ცნობილი იმაში, რომ მათ არასათანადოდ შეამოწმეს ანგარიშები, რომელიც ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობრის, რუსი ვიოლონჩელისტის სერგეი როლდუგინის სახელით გაიხსნა. ამის შესახებ lemonde - წერს.
ციურიხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულებს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, რის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს ასობით ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა.
მედია წერს, რომ სერგეი როლდუგინმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 50 მილიონი აშშ დოლარი ისე განათავსა, რომ თანხის წარმომავლობა სათანადოდ არ განმარტა.
„გაზპრომბანკის“ ყოფილ თანამშრომელს, სამ რუსსა და ერთ შვეიცარიაში დაბადებულს, რომელთა ვინაობა შვეიცარიის კანონმდებლობით თანახმად არ სახელდება, ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ადეკვატურად ვერ შეამოწმეს, რეალურად როლდუგინი ფლობდა თუ არა აქტივებს. ის ბანკის კლიენტი იყო 2014 წლიდან 2016 წლამდე.
ბრალს არცერთი ბრალდებული არ აღიარებს. შვეიცარიის „გაზპრომბანკი“ ოპერაციების შეწყვეტის პროცესშია და მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.