შვეიცარიის პარლამენტში მესამე ქვეყნებში სამხედრო ტექნიკისა და იარაღის რეექსპორტის საკითხის განხილვა 2024 წლამდე გადაიდო.
SwissInfo-ს ცნობით, შვეიცარიის პარლამენტის უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტმა (SIK) გადაწყვიტა, რომ საკითხს ექსპერტებთან ერთად განიხილავს. კომიტეტის 7-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. მოსმენები მომავალი წლის მაისშია დაგეგმილი. ამრიგად, კომიტეტმა შეაჩერა შვეიცარიის სამხედრო მასალებისა და იარაღის რეექსპორტთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა.
SIK-ს სურს ექსპერტებთან განიხილოს გაეროს ერთიანობის მშვიდობის პროცედურა და მისი განხორციელება შვეიცარიის სამართლებრივ სისტემაში, კანონმდებლობასა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე.