შვეიცარიაში პუტინის ოფშორული ქონების დამალვისთვის რუს ბანკირებს ასამართლებენ - The Guardian

შვეიცარიაში პუტინის ოფშორული ქონების დამალვისთვის რუს ბანკირებს ასამართლებენ - The Guardian

access_time2023-03-13 00:00:47

რუსული ბანკის „გაზპრომბანკის“ დახურული შვეიცარიის ფილიალის ოთხი ყოფილი ბანკირი სასამართლოშია წარდგენილი. მათ პუტინის ოფშორული ქონების დამალვისთვის ასამართლებენ.


The Guardian-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ციურიხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა პროცესი, რომელიც ეხებოდა საიდუმლო ფინანსურ ნაკადებს, რომლებიც გამოვლენილია 2016 წლის Panama Papers-ის გაჟონვისას, სადაც მონაწილეობს მუსიკოსი და პუტინის ბავშვობის მეგობარი სერგეი როლდუგინი.


სასამართლო მიიჩნევს, რომ პუტინს მეგობარი მილიონების საზღვარგარეთ გატანაში დაეხმარა, თანხის „გადამალვა“ შვეიცარიული ბანკის დახმარებით მოხდა, ბანკის ჩინოვნიკებმა ასეთ ოპერაციებზე თვალი დახუჭეს. ციურიხის სასამართლო გაზპრომბანკის ყოფილ 3 რუსეთის და ერთ შვეიცარიის მოქალაქეს ასამართლებს.



ანგარიშების გახსნისას შეტანილი დოკუმენტებში ასახულია 11,5 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (12,2 მილიონი დოლარი) მომლოდინე ტრანზაქციებზე, მაგრამ საბრალდებო დასკვნაში არ არის მითითებული, რამდენი მათგანი შეიძლება წასულიყო ბანკში.

 

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ოფიციალურად აქვს შემოსავალი 100 000 შვეიცარიული ფრანკი და არ არის მდიდარი, მაგრამ რეალურად უზარმაზარი აქტივები აქვს, რომელსაც მასთან დაახლოებული ადამიანები მართავენ“, - ნათქვამია ბრალდებაში.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაზპრომბანკი“ ინახავდა როლდუგინის ანგარიშებს იმის მიუხედავად, რომ ის პუტინთან დაახლოებული პირი და რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლია იყო და ბანკის თანამშრომლება ამის შესახებ ინფორმაცია მედიისგან ჰქონდათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up