შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ გაამართლა ფეხბურთის ასოციაციაციათა საერთაშორისო ფედერაციის - ფიფას და ფეხბურთის ასოციაციაციათა ევროპის ფედერაციის - უეფას -ყოფილი პრეზიდენტები, ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი თაღლითობის საქმეში.
მათ ბრალად ედებოდათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისება და დოკუმენტების გაყალბება.
ბრალდება ამტკიცებდა, რომ ბლატერმა დაამტკიცა პლატინისთვის ორგანიზაციაში მუშაობისთვის უკანონო გადახდის დოკუმენტი უკანა რიცხვით. გამოძიების თანახმად, ამან საერთაშორისო ფედერაციას ზარალი მიაყენა. ორივე, ბლატერიც და პლატინიც, ბრალდებას უარყოფდნენ.
საქმემ გამოიწვია ბლატერის და პლატინის თანამდებებიდან გადადგომა, შესაბამისად, 2015 და 2016 წლებში. ორივეს აეკრძალა ფეხბურთის სფეროში თანამდებობის დაკავება თავიდან რვა, შემდეგ: ექვსი წლით. პლატინიმ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერია: „ კვლავაც ვიმეორებ, ჩემი ბრძოლა, ესაა სამართლიანობისთვის ბრძოლა. პირველი მატჩი მოვიგე.“
პლატინის სიტყვები მოჰყავს სააგენტო Reuters-ს.