შვეიცარიის ტურისტული კურორტები თოვლის გარეშე რჩება - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით გლობალური დათბობა შვეიცარიის სამთო კურორტებზე ყველაზე მეტად შეინიშნება და ტემპერატურა სტაბილურად 20 გრადუს ცელსიუსზეა.
შვეიცარიის კურორტებზე წელს თბილი ამინდების გამო ტურისტების რაოდენობა 30-40% ით არის შემცირებული. მათ ვინც შვეიცარიაში სრიალს ვერ ახერხებენ, ალტერნატივად ველოსიპედი და სხვა აქტივობები რჩებათ. თუმცა ბიზნესის ნაწილი გლობალური დათბობის გამო კრიზისს ვერ უმკლავდება, ერთ-ერთი ასეთია რესტორნების ქსელი, რომელსაც მომხმარებელთა სიმცირის გამო მიმტანების გათავისუფლება უწევს.
2022 წელი შვეიცარიისთვის ყველაზე თბილი წელია 1864 წლის შემდეგ.