ჩინეთში მთელი წლის განმავლობაში მოქმედი COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვებისა და მსოფლიოში მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შვეიცარიული საათების ექსპორტი 2022 წლისთვის 11,4%-ით გაიზარდა. ამას შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემები მოწმობს.
შვეიცარიელმა საათების მწარმოებლებმა გასულ წელს ექსპორტზე სულ 24,8 მილიარდი ფრანკის (26,85 მილიარდი აშშ დოლარი) პროდუქცია გაიტანეს.
იმავდროულად, საათების ექსპორტის ზრდა ნოემბრის 10.9%-დან, დეკემბერში 5.8%-მდე შემცირდა.
დეკემბერში ძვირფასი ლითონის საათების საზღვარგარეთ გაყიდვები 14,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფოლადის საათების ექსპორტი 4,3%-ით შემცირდა.
ყველაზე ძლიერი ზრდა ყველაზე პრესტიჟულ სეგმენტში (3000 CHF-ზე მეტი საათი, ზრდა 13,3%) და ბიუჯეტურ კატეგორიაში (200 CHF-ზე ნაკლები, +9,7%) დაფიქსირდა, ხოლო საათების საექსპორტო გაყიდვები საშუალო ფასით 16,2%-ით შემცირდა.
შეერთებული შტატები შვეიცარიული საათების უდიდეს ბაზრად (310,4 მლნ ფრანკი, ზრდა 11,5%) დარჩა, შემდეგ მოდის - ჩინეთი (178,4 მლნ ფრანკი, კლება 22,5%) და ტოპ სამეული ჰონგ კონგმა (147,4 მლნ ფრანკი) დახურა.
მაკროეკონომიკური რისკების მიუხედავად, ექსპერტები 2023 წელს გაყიდვების ზრდას ელიან.