აშშ-ს ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შვეიცარიული საათების ინდუსტრიას ექსპორტის მიმართულებით რეკორდული წელი ჰქონდა. ათი წლის განმავლობაში აშშ-მ პირველად გადაასწრო ჩინეთის და ინდუსტრიისთვის მოწინავე ბაზარი გახდა.
შვეიცარიული საათების ინდუსტრიის ფედერაციის მიხედვით, გასულ წელს გადაზიდვები 31%-ით, $24.1 მილიარდამდე გაიზარდა.
თუმცა, ინდუსტრია შესაძლოა, მიმდინარე პანდემიური შეზღუდვების გამო, გამოწვევების წინაშე დადგეს 2022 წელს. სავაჭრო ჯგუფის განცხადებით, გადაზიდვების მიმართ წელს "ფრთხილი ოპტიმიზმით" არიან განწყობილნი.
ფუფუნების პროდუქტების ინდუსტრიამ პანდემიური დარტყმიდან აღდგენა მომხმარებლების მიერ დაზოგილი თანხების და ონლაინ გაყიდვების ხარჯზე მოახერხა. 2021 წელს ექსპორტი აშშ-სა და ჩინეთში, თითოეულისთვის 55%-ით და 24%-ით გაიზარდა. ჰონგ-კონგში მიწოდება 26%-ით არის გაზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ღირებულება გაიზარდა, გაგზავნილი საათების და საათების მექანიზმების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით კვლავ დაბალია. 2021 წელს ექსპორტზე დაახლოებით 15,7 მილიონი მაჯის საათი გავიდა, 2019 წლის 20,6 მილიონთან შედარებით.
ეს ხაზს უსვამს მაღალი კლასის საათებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციას. ₣3000-ზე ღირებულების საათების გადაზიდვა 3.5%-ით დაეცა 2019 წელთან შედარებით, ხოლო ₣3000-ზე მეტი ღირებულების საათების გადაზიდვა 9.7%-ით გაიზარდა.
წყარო: Bloomberg, "ბიზნესპრესნიუსი"